10 მიზეზი, რომელთა გამოც არ ხორციელდება მიზნები

0
214

ყველაზე ბანალური მიზეზი – მიზნები უბრალოდ დასახული არ არის. დღემდე უამრავი ადამიანია, რომლებმაც უბრალოდ არ იციან იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მიზნების დასახვა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა. ამ პრობლემის ფესვები არის აღზრდაში. თუ ოჯახში მიღებული არ იყო მიზნების დასახვა და დაგეგმვა, მაშინ ბავშვი ეჩვევა იცხოვროს ისე, როგორც მოეხერხება – შაბლონურად.

მეორე მიზეზი არის ის, რომ მიზნები დასახულია არასწორად, გაბნეულად, მაგრამ აქვთ მიღწევის განსაზღვრული ვადები, გაუთვალისწინებელია კონტექსტი, რესურსები, არ არსებობს გეგმა და ა.შ. სწორედ აქ იყრის თავს ყველა შეცდომა, რომლებსაც ადამიანები მიზნების დასახვისას უშვებენ.

მესამე მიზეზი – ადამიანებს არ სჯერათ, რომ ესა თუ ის მიზანი მიღწევადია. ის არარეალურად, შორეულად და აუსრულებლად ეჩვენებათ. ასეთი მიდგომის გამო ადამიანებს ეშინიათ რაიმე მიზნის დასახვა და საკუთარ თავს ეუბნებიან: „რატომ უნდა დავისახო არარეალური მიზანი, რომელიც მაინც არ ასრულდება?”. ამით ისინი იკლავენ რწმენას და ისპობენ ყველა შესაძლებლობას.

მეოთხე მიზეზი – ადამიანებს სჯერათ, რომ მიზანი მიღწევადია, მაგრამ არ სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ მისი მიღწევა. საკუთარ საქციელს კი ამართლებენ შემდეგი მიდგომით: „მე არ მაქვს ის თვისებები, რომლებიც საშუალებას მომცემენ მივაღწიო ამ მიზანს”, „მე არ გამომდის…”, „მე არ შემიძლია…”, „ჩემ შემთხვევაში ეს შეუძლებელია” და ა.შ.

მეხუთე მიზეზი – ადამიანებს არ სჯერათ რომ ამ მიზნის ღირსები არიან! ადამიანს სჯერა მიზნის მიღწევის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არ იმსახურებს იმას, რაზეც ოცნებობს.

ამ მიდგომას თან ახლავს მსგავსი ფიქრები: „მე არავის არ ვჭირდები”, „მე არ ვიმსახურებ ამას, იმიტომ რომ…”, „რაღაც მჭირს, მე დავიმსახურე ტკივილი და ტანჯვა” და ა.შ.

მეექვსე მიზეზი – ადამიანები უბრალოდ არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ხშირად ამაში „სიზარმაცეს” ადანაშაულებენ. სიზარმაცე – ეს არ არის მიზეზი, ეს არის შედეგი. მას ახლავს უმოქმედობა და გაცილებით სერიოზული და ღრმა მიზეზები. ცრურწმენა იმისა, რომ „ოცნებები თავისით სრულდება” იბადება როგორც ფილმი „საიდუმლო”, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა „ვიზუალიზაციის” მომენტს, მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ საჭიროა ბევრი შრომა ამ ვიზუალიზაციის რეალობად ქცევისათვის.

მეშვიდე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები არასაკმარისი „ნატურალობით” წარმოიდგენენ მიზნის რეზულტატს. გაიხსენეთ რაიმე მარტივი მოვლენა, რომელიც გუშინ გადაგხდათ თავს. შემდეგ წარმოიდგინეთ მოქმედება, რაც შეგეძლოთ გუშინ გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეთ (მაგალითად მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასვლა). შემდეგ კი ყურადრება მიაქციეთ იმას, თქვენთვის როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი წარმოსახვა? ყურადღება მიაქციეთ წარმოდგენილ სურათებს, რომელ მათგანშია მოძრაობა და რომელია სტატიკური? რომელ სურათშია მეტი ფერი და რომელში ნაკლები? ყურადღება მიაქციეთ ხმებს და თქვენს შეგრძნებებს, რომელბიც გიჩნდებათ ამ სურათების ვიზუალიზაციისას. როგორ გაიგებთ, რომ პირველი წარმოსახვა იყო რეალური და მეორე არა?

მოკლედ, თუ თქვენ წარმოიდგენთ მიზანს, როგორც მეორე წარმოსახვას, მაშინ თქვენი ქვეცნობიერისთვის მიზანი ითვლება არარეალურად. თქვენ ქვეცნობიერად არ გჯერავთ მიზნის რეალიზაციის, ამიტომ, რაც არ უნდა გააკეთოთ – რეზულტატი იქნება ცუდი.

მერვე მიზეზი მდგომარეობს ძლიერი სურვილის არარსებობაში. მიზნები ისახება „მინდოდა”-ს ფორმატში, იმის მაგიერ, რომ თქვათ „მინდა!”. ეს დაურწმუნებლობა და სიმტკიცის ნაკლებობაა, რომელიც კლავს თქვენს ფანტაზიას. ისინი ბლოკავენ იმ უსაზღვრო რესურსებს, რომლებიც თითოეულ თქვენგანშია! მხოლოდ ის მიზნები სრულდება, რომლებსაც თქვენ მთელი გულით და ძლიერად ისურვებთ!

მეცხრე მიზეზი – ეს არის გადამჭრელი ზომების მიღების ნაცვლად თავის მართლება და პასუხისმგებლობის გადატანა. ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი წარუმატებელი ქმედებებისა და გადამწყვეტი ნაბიჯის გადაუდგმელობის გამართლებისკენ, რათა დაიცვან თვითშეფასება. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. საჭიროა თამამად უყუროთ თვალებში ყველა სირთულეს და წინ წახვიდეთ მათ დასამარცხებლად!

მეათე მაგრამ სამწუხაროდ არა ბოლო მიზეზი არის შიშები. ადამიანებს ეშინიათ მარცხის, გამარჯვების, შეფასების და კიდევ უამრავი სხვა მოვლენის და მდგომარეობის. შიში ახდენს პარალიზებას, თვითსაბოტაჟას და მიყავხართ არასწორი გზით, იწვევს თქვენი ყურადღების გადატანას. თუმცა იმავდროულად, შიში არის შინაგანი რესურსების კოლოსალური რაოდენობით დაგროვება, რაც გარეთ გამოდის მაშინვე, როცა თქვენ მას გადალახავთ.

წყარო