როგორი დედა ხართ – გაიგეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
45
Smiling mother holding baby

სანამ სტატიის კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გარკვეული ახსნა-განმარტება მოგცეთ იმის თაობაზე, რომ მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშანი როგორც წესი არასოდეს განაპირობებს ამა თუ იმ ინდივიდში მშობლის ინსტინქტის სიძლიერეს ან მის დედობისადმი დამოკიდებულებას. საამისოდ პირადი ნატალური რუკის ანალიზია საჭირო. ქვემოთ მოყვანილი სტატია კი ზოგად სტატისტიკას ეფუძნება.

როგორც უკვე ვიცით, ზოდიაქო თორმეტ ნიშნად, თორმეტ განსხვავებულ ფსიქო-ტიპად იყოფა. ნიშნებს კი თავის მხრივ მმართველი პლანეტები ჰყავს, რომელთაგან ზოგს ქალურ, ზოგს კი მამაკაცურ ენერგეტიკას მიაწერენ ასტროლოგები. აქედან გამომდინარე, ქალები რომელთაც ე.წ. მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის მმართველობით ერგოთ დაბადება, გაცილებით უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევენ ცხოვრებაში კარიერული და პროფესიული წინსვლის საკითხს. ხოლო მათ ვინც ქალური ენერგეტიკის ინტენსივობის მქონე პლანეტის გავლენით გამოირჩევა ჩანასახშივე გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მზრუნველი ხასიათი და დედობის ინსტიქტი.

ყველაზე ხშირად კარიერისტობით და ოჯახური კერის ქონის ნაკლები მოთხოვნილებით ცეცხლის სტიქიის ქალები გამოირჩევიან. ვერძებსა და მშვილდოსნებს პრიორიტეტულად საკუთარი დამოუკიდებლობა და პროფესიული წინსვლა მიაჩნიათ ცხოვრებაში. ამიტომ, ამგვარი ქალები შვილის გაჩენაზე გვიან ასაკში ფიქრობენ, თუმცა, თუ გარემოება აიძილებთ, რომ მაინც გახდენ დედა განსაკუთრებული მზრუნველობითა და ზედმეტი ყურადღებით იშვიათად ანებივრებენ შვილებს. ასეთი დედის შვილი ყოველთვის დამოუკიდებელი იზრდება, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული დედისგან გადამეტებულ ქომაგობას. რაც შეეხებათ ლომებს, მათთვის საკუთარი იმიჯი და სტატუსია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებაში. ამიტომ მსგავსად ვერძებისა და მშვილდოსნებისა, ეს ქალებიც ნაკლებად ხვდებიან “გადარეული დედების” რიცხვში. თუკი ზედმეტად მზრუნველი დედა-ლომი შეგხვედრიათ, უნდა იცოდეთ, რომ მის პირად რუკაში კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენა იქნება გამოკვეთილი.

ჰაროვანი ქალები ცეცხლების მსგავსად, ნაკლებად არიან გამორჩეულნი დედობრივი თვისებებით. უფრო მეტიც, მათი დამოკიდებულება პირმშოს მიმართ ძალზე ხშირად მეგობრულ-ძმაკაცური უფროა ვიდრე დედა-შვილური. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოვყოფდი ტყუპსა და მერწყულებს.

 

წყარო