ოთხი ფატალური შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ ბიზნესის დაგეგმვისას

სანამ ბიზნეს დაიწყდებდეთ, მანამ სამოქმედო გეგმა უნდა დასახოთ, რომლის შედგენისას აუცილებელია, კრიტიკული შეცდომების თავიდან აიცილოთ. ამით გეგმასაც გააძლიერებთ და პოტენციური სპონსორებსაც სწრაფად მოიზიდავთ.

გთავაზობთ იმ შეცდომების ჩამონათვალს, რომელიც ძირითადად ხვდება “სტარტაფების” (დამწყები მეწარმეები) არასწორ ნაბიჯთა სიაში: 

არარეალური ფინანსური გათვლები

სპონსორები ეძებენ ისეთ ბიზნეს გეგმას, რომლის ბიუჯეტი შექმნილია რეალობაზე დაყრდნობით. თუ თქვენ მიერ გაწერილი ბიუჯეტი თქვენივე ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება, მაშინ პოტენციური ინვესტორი მას სერიოზულად ვერ აღიქვამს. 

შეცდომა ბიზნესის აუდიტორიის გათვლისას

სამყარო ჭრელია, ყველას ვერ შესთავაზებთ თქვენს  პროდუქტს. აუცილებელია, შესაფერი მომხმარებლის პოვნა და მათზე ორიენტირება. მთავარია, იქონიოთ პასუხი შემდეგ კითხვაზე:  ვინ იქნება თქვენი ბიზნესის სავარაუდო მომხმარებელი და რატომ უნდა იყიდოს მაინცდამაინც თქვენგან?

არასრული კვლევა

მესამე პუნქტი შეიძლება მეორეს გაგრძელებად მივიჩნიოთ, რადგან მომხმარებლის ტიპების განსაზღვრისთვის აუცილებელია კვლევის წარმოება.  იგი უნდა იყოს დალაგებული და მოიცავდეს თქვენი მომხმარებლის ასაკს, სქესს, ჰობს და ა.შ. 

კომპეტენციის ნაკლებობა

ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომაა კომპეტენციის ნაკლებობა. აკეთებთ რეალურად იმ საქმეს, რომელიც გიყვართ? გაქვთ შესაბამისი ცოდნა დაგროვილი? ცხადია, გამცდილებას აქ არავინ გთხოვთ, თუმცა აუცილებელია პროფესიულად ვითარდებოდეთ და ნელ-ნელა შეემზადოთ ბიზნესში არსებული გამოწვევებისათვის. 

 

წყარო: 4motivi.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები