ინოვაციური მიდგომები წარმატების გზაზე

XXI საუკუნის ცხოვრების ტემპმა და ტექნოლოგიებმა ავტომატურად მოიტანა ისეთი სერვისების განვითარება, რომელიც ორიენტირებულია დისტანციურ და სწრაფ მომსახურებაზე, ანუ სერვისების მაქსიმალურად ოპერატიულად და იაფად მიღებაზე, შესაბამისად ბაზარზე გამოჩნდა უამრავი კომპანია, რომლებიც პროდუქციის გაყიდვას ელექტრონულად ცდილობენ, ამ ყველაფერმა მოიტანა გაზრდილი კონკურენცია და ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ბევრი ე.წ. ფასდაკლების საიტი, რომლებიც გვთავაზობენ ფასდაკლებას ყველაფერზე, სილამაზის სალონების მომსახურებიდან დაწყებული – კვებისა და გართობის პროდუქტებით დამთავრებული, პორტალი less.ge ერთერთი მათგანია, ის სულ რამოდენიმე დღეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე რამოდენიმე ათეული შეთავაზების გაყიდვა შეძლო:

„ჩვენი მთავარი პლიუსი არის ხარისხის კონტროლი, ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ შესათავაზებელ პროდუქციას, დაწყებული პროდუქციის დაგემოვნებით, დასრულებული სილამაზის სალონების ინტერიერის დათვალიერებით“ – აცხადებენ კომპანიაში

გარდა ხარისხის კონტროლისა, less.ge-ის სხვა რამეც გამოარჩევს კონკურენტებისგან:

  • დაბალი ფასი
  • მარტივი ნავიგაცია და საიტზე ადვილი ძიება
  • შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნება
  • ფასდაკლებების მოქნილი და მზარდი სისტემა

 

ზემოთ ჩამოთვილი პირობები საინტერესოა, თუმცა მსგავსი რამ სხვებსაც შეუძლიათ შესთავაზონ მომხმარებელს, რა არის და რა იქნება კონკრტული ბრენდის განმასხვავებელი, რის გამოც მომხმარებელი მუდმივად დარჩება მათთან, ამ კითხვით ჩვენ კომპანიის მესვეურებს მივმართეთ:

„მუდმივი ინოვაციების ძიება, მუდმივად ახალი პროდუქციის ძიება და შეთავაზება, მაგალითად სულ მალე ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჩვენს საიტზე შეიძინოს უძრავი ქონება, დიახ, უძრავი ქონება და თან განვადებით, მსგავს რამეს სხვა არავინ სთავაზობს, ასევე გვინდა ფართოდ დავნერგოთ ყოველდღიური და მუდმივად მოხმარებადი პროდუქტების შეთავაზებები როგორებიცაა: საწვავი, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები და ა.შ.

ჩვენი უპირატესობა არის ასევე ის, რომ კომპანიებს ვთავაზობთ არა მარტო ფასდაკლების განთავსებას, არამედ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მათ პიარში, ჩვენ არ ვაპიარებთ მხოლოდ ჩვენ საიტს, ყველა კომპანია რომელიც გვაძლევს ექსკლუზივს (და ასეთი ჩვენი შეთავაზებების 30%-ია, მაგ: Tegeta Motors, სალონი „ალექსანდრია“, MYKA და ა.შ) რეკლამდება ისევე როგორც ჩვენ, ეს იქნება აქტიური განთავსება სოციალურ ქსელებში, თუ სარეკლამო და საიმიჯო ვიდეო რგოლების განთავსება ისეთ პოპულარულ რესურსებზე როგორიცაა myvideo.ge

გარდა კომპანიებთან ექსკლუზიური და წარმატებული თანამშრომლობისა, ჩვენი ერთერთი მთავარი ორიენტირი არის მომხმარებელი: მომხმარებელს როგორც უკვე ვთქვით ვთავაზობთ საუკეთესო ფასს (ყველა ვაუჩერი სხვებთან შედარებით 1 ლარით ნაკლები ღირს ჩვენ საიტზე) უახლოეს მომავალში იგეგმება აქციების მოწყობა, მუდმივი კლიენტებისათვის გათამაშებების მოწყობა – გათამაშდება უფასო ვაუჩერები, iphone-ები და უამრავი წამახალისებელი პრიზი.

ყველაფერთან ერთად ჩვენ ჩვენი მომხმარებლისათვის ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს, ანუ ვაკონტროლებთ, რომ კომპანიებმა არ ითაღლითონ და ფასდაკლება იყოს რეალური და არა გაზრდილი და მერე თითქოს “დაკლებული” ფასი , ამისათვის ჩვენ მუდმივად დავდივართ კომპანიებში და ვამოწმებთ მათ, რათა არ მოხდეს მომხმარებლის მოტყუება“

 

სამომავლო გეგმები:

“ჩვენი არაპირდაპირი სლოგანია  – „ ყველაფერი უნდა იყოს მარტივად“ . მომხმარებელს ასე ვთქვათ ვაზარმაცებთ, კომფორტს ვუქმნით.  მომხმარებლების 70 -% არიან ისინი რომლებსაც უყვართ კომფორტი , უყვართ სიმარტივე და უყვართ ხარისხიანი მომსახურება – პროდუქტი.  ჩვენი მიზანია ეს სეგმენტი დავიჭიროთ ,იყოს ჩვენი არა მარტო პარტნიორი არამედ მეგობარიც. გვქონდეს მათთან მუდმივი აზრების გაცვლა , ახალი იდეები და ამ იდეების განხორციელება.

ჩვენი სურვილია რომ less.ge ასოცირდებოდეს სიმარტივესთან კომფორტთან და ინოვაციებთან“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები