Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015

0
194

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება მოდის სფეროში “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015” – ბესარიონის ჩვენებით დაიხურა.

ღონისძიებაში 21 ქართველ დიზაინერს ჰქონდა საშუალება, წარმოეჩინა თავისი კოლექცია  და გაეცნო მსოფლიოს მათი ნამუშევრები. ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ, ახალიდიზაინერების აღმოჩენა და მსოფლიოს გავლენიან ფიგურებს შორის მოდის სამყაროში კავშირის დამყარებას ემსახურება.

მოდის კვირეულის ესწრებოდნენ ამერიკული, იტალიური, რუსული “ვოგის” რედაქტორები და ჟურნალისტები. „Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi“-ი გააშუქა “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “ელი”, “კოლეზიონმა” და სხვა წამყვანი მოდის გამოშვებებმა.

20 წელია რაც “Mercedes-Benz” მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინში, მოსკოვში, სტამბოლში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები.

ჟურნალ “ბომონდის” მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე იყვნენ მიწვეულნი „Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi“-ის შესაჯამებლად, დიზაინერები, ჟურნალისტები, მსოფლის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული კრიტიკოსები და ბლოგერები.

“Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015” მოდის მოყვარულებს გაზაფხულამდე დაემშვიდობა. რამდენიმე დღეში ქართველი დიზაინერების შესახებ მოდის წამყვან ჟურნალებში დაწერენ. უკვე ცნობილია, რომ მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა საქართველო კარგად შეფასეს.

მოდის მოყვარულებს კი საშუალება ეძლევათ ახალწლამდე ქართველი დიზაინერების ნამუშევრები დათვალიერონ და შეიძინონ  “თბილისი მოლში”, სპეციალურად ამ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ „Showroom“-ში.

905644_1676889489235190_1887353396876281615_o

11232288_1676886135902192_7891788584523467164_o

11988401_1676902009233938_1768319190192880451_n

12186705_1676524032605069_3921996807881850076_o

12191345_1676523785938427_2664381437677267764_o

12240209_1676890115901794_4903044087014248105_o

მოამზადა
ნათია ეგნატაშვილმა