ფილმები კადრს მიღმა

ფილმების გადაღების დროს ხშირად ხდება კურიოზული და საინტერესო ფაქტები, რომლებიც მაყურებლისთვის უცნობი რჩება.

“YellowBlog”-გთავაზობთ, ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმების და ვარსკლავების საინტერესო ფაქტებს გადასაღები მოედნიდან.

  1. ფილმ ,,გრავიტაციის“ წყალქვეშა სცენის გადაღების დროს, რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მთავარი როლის შემსრულებელ სანდრა ბალოკთან ერთად შეიკავა სუნთქვა, რათა დარწმუნებულიყო ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვდა მსახიობისგან, თუმცა რეჟისორი მალე მიხვდა, რომ მისი ფილტვები კონკურენციას ვერ გაუწევდა სანდრა ბალოკის ფილტვებს.
    2015022015195837332

 

  1. ,,შიმშილის თამაშების“ გადაღების დროს ჯენიფერ ლოურენსი რამოდენიმე დღით ცალი ყურით დაყრუვდა მას შემდეგ, რაც შეასრულა ურთულესი ტრიუკი, გადახტა აუზში დიდი სიმაღლიდან, სადაც მას დაარტყა წყლის ტალღამ.
    2015022015215537332
  1. ფილმ “ტიტანიკის“ გადაღების დროს ვიღაცამ ბოროტად იხუმრა. უცნობმა 50 მსახიობის და გადამღები ჯგუფის წევრების სადილში ჩუმად შეურია ფენციკლიდინი ანუ ,,ანგელოზის მტვერი“, რის შედეგადაც რამოდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზირებაც კი გახდა საჭირო ჰალუცინაციის ნიშნებით.
    120403-coslog-titanic4-1015a.photoblog500
  1. ფილმ “ბინდის“ რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკმა გადაღებების დაწყების წინ რობერტ პატინსონი აიძულა დაეფიცა ბიბლიაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააბამდა რომანს კრისტენ სტიუარტთან, რომელიც ამ დროს არასრულწლოვანი იყო. როგორც ჩანს, პატინსონი ათეისტია ან ვამპირებს ფიცის არ სწამთ, სულ მალე რობერტმა და კრისტენმა ფილმის სასიყვარულო ისტორია რეალობაშიც გადმოიტანეს.
    Robert-Pattinson-and-Kristen-Stewart-Vanity-Fair-photoshoot-twilight-series-8916623-2221-2520
  2. დოთრაკიული ენა ენათმეცინერებმა სპეცილურად სერიალისთვის შექმნეს. მაშინ, როცა წიგნის მწერალმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გამოიგონა, “სამეფო კარის თამაშების“-თვის, სერიალის პროდიუსერებმა დევიდ პიტერსონს გრამატიკულად გამართული, 4000-ზე მეტი სიტყვისგან შემდგარი და სალაპარაკოდ გამოსადეგი ენის შექმნა და დახვეწა დაავალეს. ლინგვისტმა ამ დავალებას წარმტებით გაართვა თავი და დღეს სერიალის ყველა გულშემტკივარს შეუძლია, დოთრაკიული ენის გრამატიკაც შეისწავლოს.

davidpeterson

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები