7 ფაქტი მოღალატე მამაკაცების შესახებ

ჩვენ ღალატის 7 ყველაზე საინტერესო და გავრცელებულ ფაქტზე მოგიყვებით. მაშ ასე დავიწყოთ.

ქორწინება და ღალატი

1. 2005 წელს ბრიტანელი მეცნიერების გამოკითხვამ აჩვენა, რომ 7 ახალდაქორწინებული ქალიდან ერთი ქმარს ერთობლივი ცხოვრების პირველივე წელს ღალატობს.

ღალატი და ადამიანები ჩვენს გარშემო

2. თქვენ თუ არ გაიგებთ პარტნიორის ღალატის შესახებ, ამას თქვენი ,,კეთილმსურველები” შეგატყობინებენ.

სტატისტიკის მიხედვით მამაკაცების 44 % ღალატის ფაქტის შესახებ თავად გებულობს, 30 % ახლობლისგან, 21 % შემთხვევით, ხოლო 3 %-ს ლამის მთელი აუდიტორია სჭირდება ამისთვის.

ღალატი და ინტერნეტი

3. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა 30 % სოციალურ ქსელებში არა მეგობრების მოსანახულებლად შედის, არამედ შემთხვევითი სექსის პარტნიორს ეძებს. ზოგიერთებს ეს გამოსდის კიდეც: 10 % მინიმუმ 10 პარტნიორთან ჰქონდა სექსი. 80 % კი აღიარა, რომ ინტერნეტმა მათ ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია.

ღალატი და IQ

4. ლონდონის ეკონომიკური სკოლის მეცნირებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცები, რომლებსაც მაღალი IQ აქვთ პარტნიორებს იშვიათად ღალატობენ. ქალებზე რატომღაც ეს პრინციპი არ მოქმედებს.

ღალატი და მორალი

5. მეუღლის ღალატი ამერიკელების აზრით ყველაზე დიდი ცოდვაა. Pეწ ღესეარცჰ ჩენტერ-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით აშშ-ის მოსახლების 88 % მეუღლის ღალატს ყველაზე ამორალურ საქციელად მიიჩნევს (მეორე ადგილზე გადასახადების დამალვაა, მესამეზე კი ლოთობა).

ღალატის მინუსი

6. თუ აქამდე ვერ მიხვდით, რომ ჯანსაღი და ნდობით სავსე ურთიერთობების მომხრე ვართ, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ღალატი უამრავი წლის მატერიალური თუ მორალური შენაძენის განადგურების ყველაზე კარგი მეთოდია. ღალატის მხოლოდ 35 % არ სრულდება გაყრით.

ღალატის პლუსი

7. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ამიტომ ამერიკელი ფსიქოთერაფევტის მირ კირშენბაუმის პოზიციას გვერდს ვერ ავუვლით, რომელიც საკუთარ წიგნში ამბობს, რომ ღალატი ქორწინებას უფრო მყარს გახდის.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები