რამდენიმე ტყუილი, რომელსაც ქალები ხშირად ამბობენ

კაცებს ქალებზე ნაკლებად გვიყვარს ტყული, შესაძლოა იმიტომ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, კაცებს კი გრძელი ფეხები უფრო გვხიბლავს…

წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის პოპულარულ სტატიას უცხოური მამაკაცების საიტებიდან, რომელშიც თავმოყრილია რამდენიმე ტყუილი, რომელსაც ქალები ხშირად ამბობენ. ვფიქრობთ, რომ ქართველი გოგონებისა და უცხოელი გოგონების “ტოპ ტყუილები” დიდად არ განსხვავდება. გოგონებს კი ვთხოვთ, რომ: 1- ნაკლებად მტკივნეულად მიიღონ “მწარე სიმართლე” მათ ტყუილებზე, და 2- თავს ნუ მოიტყუებენ, რომ არარეალურია ეს ჩამონათვალი 🙂

გოგონები ყველაზე ხშირად საკუთარ გარეგნობაზე ტყუიან

აქ ორი შემთხვევაა: 1 – როდესაც გოგონა კარგად გამოიყურება და ზუსტად იცის, რომ ძალიან მომხიბვლელი და სექსუალურია, ამ დროს თუ მისთვის საკმარისი რაოდენობის კომპლიმენტების ვერ ღებულობს, თავად პროვოცირებს, რომ კომპლიმენტით შევამკოთ; მაგალითად, ამბობს, რომ დღეს რაღაც ფორმაში ვერ არის, ან რამე მსგავსი…

და 2 – როდესაც პირიქით, თავს იმშვიდებს; მაგალითად, ამბობს: “მე არასდროს დავდივარ სოლარიუმში, ეს ჩემი ბუნებრივი კანის ფერია”, ან “სინამდვილეში მსუქანი არ ვარ, ამდენი კილო იმიტომ ვარ, რომ უბრალოდ ძვალმსხვილი ვარ” და “დიეტაზე არ ვარ” და ასე შემდეგ…

გოგონები ხშირად ტყუიან ყოფილი მამაკაცების შესახებ

გოგონები ხშირად ამბობენ: “შენ ჩემი პირველი/მეორე მამაკაცი ხარ”, “მასთან არ ვწოლილვარ, უბრალოდ შევხვდით”, და განსაკუთრებული ტყუილი, რომლითაც ხშირად უბრალოდ თავს იმშვიდებენ, ფრაზა, რომლითაც მოიხსენიებენ ბიჭს, რომელის მოხიბვლა ვერ შეძლეს – “შევეშვი, რადგან ჩემს გემოვნებაში არ ზის…”

რაც შეეხება ჟესტებს, ანუ ნიშნებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მეტყველებს იმაზე, რომ გოგონა ცრუობს:

კუმავს პირს,

ისრესს თვალებს ან ცხვირს,

გადააქვს საუბარი სხვა თემაზე,

იცვლის ხმის ტონალობას,

იჭმუხსნის შუბლს,

სიტყვის თქმის შემდეგ სუნთქვას იკავებს…

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები