რა აშინებთ მამაკაცებს სექსის დროს

მამაკაცები, ისევე როგორც ქალები, სექსის დროს ბევრს ნერვიულობენ. ძირითადად, მათი ფიქრები პარტნიორის ირგვლივ ტრიალებს. ეშინიათ, რომ წარუმატებლად დაასრულებენ აქტს, რომ ქალი უკმაყოფილო დარჩება. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ შიშს, რომელსაც მამაკაცები სექსის დროს განიცდიან.

1. ორგაზმის სიმულაციას ახდენს? იქნებ მატყუებს და საწოლში ცუდი პარტნიორი ვარ? იქნებ ამას იმიტომ აკეთებს, რომ უბრალოდ თავი კარგად მაგრძნობინოს და თვითონ დიდად არ სიამოვნებს?

2. რაზე ფიქრობს ახლა? თვალები აქვს დახუჭული, ე.ი. რაღაცაზე ფიქრობს. იქნებ ვიღაცაზე? იქნებ სხვაზე ფიქრობს? როგორ გავიგო? რა ვქნა, თუ სხვაზე ფიქრობს? – მსგავსი კითხვები ბევრ მამაკაცს აწუხებს.

3. ნეტავ შენიშნა, რომ თმიანი სხეული მაქვს? იქნებ ჯობდა ეპილაცია გამეკეთებინა? იქნებ ახლა გულს ურევს მკერდზე ჩემი თმის შეხება? ფილმებში ხომ იდეალურ მამაკაცებს უთმო სხეული აქვთ, არა, აშკარად ჯობდა ეპილაციის გაკეთება.

4. ხომ არ ფიქრობს, რომ პატარა პენისი მაქვს? იქნებ ფორმა არ მოწონს? იქნებ ფიქრობს, რომ პატარა ბავშვივით ვარ? დისკომფორტს ხომ არ განიცდის?

5. ჯანდაბა, რამდენს ვოფლიანობ. არ იფიქროს, რა საზიზღარიაო. უფრო მეტი დეზოდორი უნდა დამესხა, მგონი დისკომფორტს ვუქმნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები