ნინუცა მაყაშვილი: ემოციური მანიაკი ვარ, დადებით ემოციებს ვაგროვებ

მინი დოსიე:

პროფესია: მსახიობი

დაბადების თარიღი: 1988 წლის 26 თებრევალი

დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

ზოდიაქო: თევზები

სიმაღლე: 1.78 მ

 

მგრძნობიარე , მეოცნებე და ნათელი ადამიანი, რომელიც მზად არის ნამდვილ გამოწვევებს უშიშრად შეხვდეს. იმდენად მგძნობიარეა , რომ ყველაზე მძიმე კრიტიკას ურჩევნია გაექცეს და ამით საკუთარი ფსიქიკა არ დააზიანოს. ის ყველაფერს ხედავს, მაგრამ არ რეაგირებს, ცუდს ყოველთვის ღიმილით პასუხობს და ასე ცდილობს სხვებში ცუდი ენერგია დადებითად დამუხტოს. მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ესთეტიურობა – უყვარს ყველაფერი ლამაზი: გემოვნებიანად იცვამს, გრძნობს ხელოვნებას და ბუნება საოცრად იზიდავს. როგორც თვითონ ამბობს მხიარულიცაა, კარგიც, კეთილიც და დეპრესიულიც.  მისი გადაჭარბებული მგრძნობელობა და სენტიმენტალურობა სხვებისთვის შეიძლება მომხიბვლელადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ მისთვის „ფატალური“ შედეგი მოაქვს.

11263752_848519141863308_295311035_n

– ძირითადი მიზეზი რის გამოც შეიძლება დეპრესიული ვიყო არის ის რასაც ვხედავ, ქუჩაში ნებისმიერი რამ  დამთგრუნველია. მტკივა ყველაფერი, რასაც გარეთ ვხედავ. გულთან ახლოს მიმაქვს…  მეუბნებიან დაიკიდე მაგრამ არ შემიძლია. დამთრგუნველია, როცა უყურებ ადმიანებს რომლებიც მოწყალებას ითხოვენ და  მოხუცებს. ბავშვებს რომ არ აქვთ ოპერაციის ფული, მშობლების განცდები…  რომ ვხედავ ისეთ ადამიანებს, რომლებასაც აქვთ იმის შესაძლებლობა  მოიკლონ და არ მოიკლებენ, რათა სხვას დაეხმარონ. ამ უსამართლობის გამო ვარ დეპრესიული… ის რომ არაპროფესიონალები არიან გარშემო, ვინც პროფესიონალები არიან სახლში სხედან… ყველაფერი მაღიზიანებს …  ბოროტ ხალხს რომ ვხედავ…  ამ ყველაფერს ჩემში არ  ვიტოვებ, მაგრამ გულში მაინც მტკივა, ვხვდები რომ ამ უსამართლობას არასდროს არაფერი ეშველება. ისეთი რაღაც უნდა არსებობდეს რომ ბევრ ადამიანს ერთად გააერთიანებს და ეს ბევრი ადმაიანი შეძლებს მერე სხვების დახმარებას. მინდა რომ ადმიანები უფრო კეთილები იყვნენ ერთმანეთის მიმართ“.

ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ზედმეტად ბედნიერიც კი XX საუკუნის საქართველოს ყოფასთან განსხვავებული, ალბათ ამიტომაც გასული საუკუნე მეტად ხიბლავს; ბევრი სტუმრებითა და მათთან ერთად  მხიარულებით, ცხოვრების ნელი ტემპითა და ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი დროით.

– „ყველაფერი ნათელი და კარგი იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ რაღაცეებზე ზრუნვა მომიწევდა, არაფერი არ მაინტერესებდა და ბავშვობით ვტკბებოდი“. 

11698672_878382445543644_5321662662990818716_n

მეოცნებეა. თბილისის დამდღელი ყოველდღიურობისგან განსათავისუფლებად ხშირად იჭრება ბუნებაში, რათა დადებითი ენერგიით დაიმუხტოს და  ჩამოსული კვლავ შეუერთდეს გაუთევაბელი საცოცბებითა და აგრესიული ხალხით სავსე თბილისს. უყვარს ზაფხული, ყურსასმენებით ველოსიპედზე ჯდომა და „გაქანება“ ყველგან , სადაც მუსიკა და კარგი განწყობაა, კარვებით ხეტიალი და მწვანე ბალახზე წამოწოლილს ოცნება, და „არაფერზე ფიქრით დედამიწიდან პირდაპირ სამოთხეში ეშვება“.

– „კარგად ვგრძნობ თავს როცა გაჭრილი ვარ ბუნებაში და არ ვარ თბილისში. თუ ზაფხულია, ველოსიპედზე თუ ვზივარ, მეგობრებთან ერთად, კარვით ან ჰამაკით, მუსიკა და ყურსასმენები… მაშინ არაფერი არ მახსოვს დედამიწაზე რაც ხდება, არანაირი პრობლემა არ მახსენდება, ის ქაოსი არ მახსენდება , რაც თბილსშია. იქ ბუნებაში ყველაფერი მარტივი და კარგია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე, მწვანე ბალახი…“

11112942_838055472909675_8177319412002518028_n

დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ :  ყოველთვის მეცინებოდა ამ გამონათქვამზე  – „იცხოვრ ისე , თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღე იყოს“ .  ახლა მივხვდი რომ სწორედ ასე უნდა იცხოვრო.  მაქსიმალურად ბევრი უნდა მოასწრო , არაფერი არ უნდა  გეზარებოდეს. ცხოვრების ბოლოს უნდა დაჯდე და ის ერთი წამი სიხოცხლიდან სიკვდილამდე რომ არის, გვირაბს რომ ხედავენ  აი მაშინ მინდა რომ ძალიან ბევრი კარგი კადრი მქონდეს.  არ უნდა ატკინო სხვას. ძალიან პატარა ვარ და არ შემიძლია ვთქვა ვიცხოვრე თუ არა სწორად. ბევრი მაქვს გასაკეთებელი, მოგზაურობა მინდა, ადამიანებს მინდა დავეხმარო, ისეთი რაღაც მინდა გავაკეთო , რაც კვალს დატოვებს.  იმიტომ არ ვაკეთებ რაღაცეებს რომ ვიღაცამ ჩემსკენ თითი გამოიშვიროს და თქვას აუ ამან ეს ქნა , ამას ვაკეთებ ჩემთვის იმიტომ რომ ემოციური მანიაკი ვარ, დადებით ემოციებს ვაგროვებ, რატომ არ უნდა გააკეთო ეს თუ იცი რომ ვიღაცას ამ პატარა რაღაცით ბედნიერს ხდი. ძალიან კარგია, როცა გამოდიხარ გარეთ და ყველა გიღიმის.  

07

შვილი და პირადი ცხოვრება:  მყავს მამაკაცი 6 წლის არის ,ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ იმას რომ დედა ვარ, ბედნიერება და პირადი ცხოვრება მამაკაცის გარეშეც შეიძლება, მე არ ვთვლი, რომ მამაკაცი არის მთელი ცხოვრება და ხელის შემწყობი, რასაც ახლა ვაკეთებ ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება : შვილი, ვარჯიში, ველოსიპედი,  ჯომარდობა,  კარვები და ბევრი კარგი მოგონებების დაგროვება .

ამბობს რომ მთელი ცხოვრება წინ აქვს. ბევრი არც მოუსწრია და ვერ შეაფასებს განვლილ წლებს, იცხოვრა თუ არა სწორად, გამოიყენა თუ არა ის შესაძლებლობები, რაც ცხოვრებამ მისცა. თუმცა ერთმა შემთხვევამ ცხოვრება რეალური თვალით დაანახა – ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, რაც ყოველთვის მახენდება იმიტომ რომ ეს პერიოდი რომ არ გამევლო არ ვიქნებოდი ისეთი ძლიერი როგორიც ახლა ვარ, ყველაფერი ვარდისფერებში მეჩვენებოდა. მივხვდი რომ ცუდი დიდი დოზით არსებობს,  თუ ერთხელ არ გეტკინა ვერ მიხვდები როგორია სინამდვილეში ცხოვრება, ზოგჯერ, რაც ხდება იმისთვის ხდება, რომ ასე იყო საჭირო, აზროვნებას გაცვლევინებს, ცხოვრებას გასწავლის.“  

 

მკითხველს:  აკეთეთ ბევრი კარგი საქმე, ეს თქვენთვის არის კარგი, როცა კარგ საქმეს აკეთებ  სული გიმაღლდება, კარგ ენერგიაზე ხარ. საკუთარი თავი მეტად გიყვარდება, გავუღიმოთ ერთმანეთს ხშირად, ნუ ვიქნებით ბოროტები და აგრესიულები.

 

 

Yellowbog.ge

აქსანა კუკავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები