ოთო ნემსაძე ბოდიშს იხდის

„ჯეოსტარისა“ და „ბრავოს“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე ბოდიშს იხდის. მომღერალი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სრულიად საქართველოს მიმართავს:

„მოკლედ ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, დებო, ძმებო, სრულიად საქართველოვ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, თუ ჩემდა უნებურად რომელიმე პოლიტიკური ძალის უკან დავდექი, მეგობრების და ოჯახის სიყვარულზე მაღლა არაფერი არ დგას ჩემთვის, საერთოდ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და სულ ვცდილობდი თავიდან ამერიდებინა პოლიტიზირებული კონცერტები, სახალხოდ ვდებ პირობას, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის კონცერტზე არ ვიმღერებ, სადაც იქნება ნებისმიერი პოლიტიკური მოწოდებები!!!…  ხოოო და მაინც თუ ჩემი ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულში ან კაცობაში ეჭვი ეპარება, ნებისმიერ დროს შევხვდები და გავესაუბრები.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და კდიევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებში არ წერია ოთო ნემსაძე!

 

მიყვარხართ, მიუდამ თქვენი ოთო“

წყარო 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები