15 მიზეზი გიხაროდეს, რომ დიდი უკანალი გაქვს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შეიცვალა ქალის იდეალური პარამეტრები და დიდი უკანალი სილამაზის ეტალონად იქცა, ბევრი ქალი მაინც ცდილობს, დიეტებითა და ვარჯიშით დაიპატარაოს სხეულის ეს ნაწილი.
ჩვენ კი მოვიძიეთ 15 მიზეზი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიდი უკანალი ჯილდოა და არა სასჯელი!
1. თეძოებზე დაგროვებული ცხიმი, მინიმუმ, უსაფრთხოა!
ცხიმი, რომელიც შინაგანი ორგანოების ირგვლივ გროვდება, იწვევს ანთებით პროცესებს და ბევრი ქრონიკული დაავადების მიზეზი ხდება! ხოლო უკანალზე დაგროვებული ყვითელი კანქვეშა ცხიმი საერთოდ უსაფრთხოა. და ამასთან, ის ძალიან ლამაზად გამოიყურება ტანზე მოტმასნილ ჯინსებში!

2. ბიოლოგიურად ის ძალიან მიმზიდველს გხდით
მამაკაცებს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ გიჟდებიან თხელ და მაღალ ფეხებზე, მაგრამ სინამდვილეში ბიოლოგიურად ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცები ჭკუას კარგავენ დიდ უკანალებზე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამის მიზეზი – ევოლუციაა! ქვეცნობიერად, დიდი უკანალის მქონე ქალები მამაკაცებისთვის ძალიან სექსუალურები იმიტომ არიან, რომ მათთვის ოდითგანვე მარტივი იყო ბავშვის გაჩენა.

3. დიდი უკანალი მეტად ფაქიზსა და მგრძნობიარეს გხდით
კვლევებმა დაადასტურა, რომ დიდი უკანალის მქონე ქალები უფრო მგრძნობიარენი და ფაქიზი სულის პატრონები არიან. რატომ არის ეს ასე, მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ზუსტად არ იციან. მანამდე კი ამის ყველაზე ლოგიკური ახსნა შემდეგნაირად ჟღერს: დიდი უკანალი სილამაზის სიმბოლოა, ამიტომაც ქალები, რომელთაც გაუმართლათ და სხეულის ამ ნაწილის მასიური ფორმებით გამოირჩევიან, ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მამაკაცებში. ამას კი იქამდე მივყავართ, რომ მათი ემოციური ინტელექტი მეტად განვითარებულია!

4. თქვენ მარტივად ადიხართ კიბეზე
თუკი დიდი უკანალი გაქვთ, ესე იგი, თქვენი თეძოების კუნთები ძალიან ძლიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტივად შეძლებთ კიბეზე ასვლას ან 100 მეტრის ნელი ტემპით გარბენას.

5. თქვენ იშვიათად გრძნობთ შიმშილს
უკანალი – იდეალური ადგილია სწრაფად წვადი ცხიმის დასაგროვებლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ეფექტურად გადაამუშავებს ენერგიას მაშინ, როცა დიდი ხანია, არ გიჭამიათ. ამიტომაც ადამიანები დიდი უკანალით იშვიათად განიცდიან მწვავე შიმშილს.

6. თქვენ არ გაქვთ ხერხემლის სერიოზული პრობლემები
გქონდეს პატარა უკანალი – ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის განაჩენი, რომ სუსტი ზურგის კუნთები გქონდეთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამხდარი გოგონები უფრო ხშირად უჩივიან ზურგის ტკივილს და აქვთ ხერხემლის პრობლემები, ვიდრე მათ, ვისაც დიდი უკანალი აქვთ.

7. თქვენ მარტივი ორსულობა გექნებათ
დიდი უკანალი ტანსრულ ქალებს ახასიათებთ. ამიტომაც ისინი სრულ ფორმებს მიჩვეულებიც არიან და არ უჭირთ ორსულობა.
სამედიცინო ფაქტია: დიდი უკანალის მქონე ქალებში ბევრად მარტივად მიმდინარეობს ორსულობა, ვიდრე გამხდრებში.

8. თქვენ ბევრად გამძლე ხართ
როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. პირველ რიგში, ცხიმის მარაგი ასუსტებს ტკივილისგან გამოწვეულ სპაზმს. მეორეც, თქვენი ტვინი იღებს მეტ “საწვავს” რთულ, სტრესულ მომენტებში, ეს კი ნიშნავს, რომ მარტივად უმკლავდებით პრობლემებს. თავად დაფიქრდით: როდის იყავით ბოლო დროს ერთდროულად დაღლილიც, ცუდ ხასიათზეც და დათრგუნულიც?
ძალიან გამხდარი ადამიანები კი ხშირად არიან გაღიზიანებულები და განერვიულებულები. არ შეგიმჩნევიათ?

9. თქვენი შვილები, სავარაუდოდ, ძალიან ჭკვიანები იქნებიან
უცნაურად და შეიძლება სულელურადაც ჟღერს, მაგრამ კლინიკურმა კვლევებმა მართლაც დაადასტურა, რომ ქალებს თეძოებზე არა მხოლოდ “ჩვეულებრივი” ცხიმი, არამედ ცხიმიანი მჟავა ომეგა-3 უგროვდებათ. ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის.
ასე რომ, თუკი მასიური უკანალი გაქვთ, ესე იგი, გაქვთ ამ არაჩვეულებრივი ცხიმოვანი მჟავის მარაგიც და ძუძუთი კვების დროს თქვენი შვილის ორგანიზმში ის დიდი რაოდენობით მოხვდება.

10. უკანალი – ეს ნარკოტიკია!
არ ვხუმრობთ! ქალის უკანალი მამაკაცის ორგანიზმზე ნარკოტიკივით მოქმედებს: თავისთავად ის ააქტიურებს ტვინის იმ მონაკვეთებს, რომლებიც სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიოლოგია!
აი, მაგალითად, დოპამინი – ბედნიერებისა და მოტივაციის ჰორმონი, აძლიერებს მოქმედების სურვილს. ის აქტიურდება, როცა ვჭამთ, ვსვამთ ალკოჰოლს, ვიღებთ ნარკოტიკს, ვიმარჯვებთ სპორტში, ვიღებთ მოულოდნელ ბონუსს შეფისგან ან გვაქვს სექსი. ეს ჰორმონი მაშინაც გამოიყოფა, როცა ქალის ლამაზ, მომრგვალებულ უკანალს ვხედავთ.
ფრთხილად: იწვევს შეჩვევას!

11. თქვენ არასოდეს გექნებათ ქოლესტერინის პრობლემა
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი უკანალის მქონეთ იშვიათად უწევთ სისხლში ქოლესტერინის დონე მაღლა, რადგან მათ მაღალი აქვთ “კარგი” ქოლესტერინი და ბევრად დაბალი – “ცუდი”.

12. თქვენი სილუეტი ძალიან ლამაზია
როცა ქალს არანაირი ფორმა არ აქვს, ის მაცივარს ემსგავსება. თქვენ კი გაქვთ და ყოველთვის გექნებათ ქალური მოყვანილობა!

13. თქვენ ბევრად ნაკლები რისკი გაქვთ დიაბეტის გაჩენის
რაც უფრო დიდი აქვს ქალს თეძოს გარშემოწერილობა, მით ნაკლები აქვს რისკი, განუვითარდეს მეორე ტიპის დიაბეტი. ეს დამტკიცებულია კვლევებით, რომელიც International journal of Obesity-ში გამოქვეყნდა.

14. ტრავმის მიღების ნაკლები რისკიც გაქვთ
განვითარებული კუნთები თეძოებისა და წელის არეში ამაგრებს სახსრებს. ამიტომაც ადამიანები, რომელთაც დიდი უკანალი აქვთ, იშვიათად აკითხავენ ტრავმატოლოგებს. ძლიერი უკანალი იცავს ჩონჩხს – ამის პირდაპირი გაგებით.

15. თქვენთვის ბევრად კომფორტულია ცხოვრება, ვიდრე სხვებისთვის
თქვენ არა მხოლოდ იშვიათად იტეხთ ძვლებს, არამედ იშვიათად იტანჯებით სტრესისგანაც. ყოველთვის რბილად ეცემით – ამის პირდაპირი და ირიბი გაგებით. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებით და არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ჭკუას კარგავენ თქვენზე. ყველაფერი ეს კი – დიდი პლუსია, მიუხედავად იმისა, რამდენად აფასებთ თავად ამას.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები