„ არტისტერიუმ 2015“ – „რას ფიქრობ დღეს“ ? / What’s on your mind?”

„საცხოვრებელი ოთახი“ ნაცნობი კონტექსტუალური ჩარჩოა, რომელიც თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ერთ – ერთ დარბაზს ითვისებს. გამოფენა სივრცეს მხატვრული გამოხატვის დროებით ზონად გარდაქმნის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული სამი მხატვარი თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ. საგამოფენო სივრცეში ერთადაა სასტუმრო ოთახის ნივთები და ხელოვნების ნიმუშები. ექსპოზიციის ფორმატი ხელს უწყობს მაყურებელს დიდხანს დარჩეს დარბაზში, სადაც სასაუბრო, საურთიერთო და ურთოერთგაცვლისთვის ხელსაყრელი სივრცე იქმნება.  თანამდეროვე არტისტერიები თეთრ კუბებსა და ცარიელ ფართებს საკუთარი ნაშრომებით უპირისპირებენ.  „ჩვენ ვქმნით ადგილებს, სადაც ხელოვნება და კულტურა განვითარებას აგრძელებს“  – ეს არის 2015 წლის არტისტერიუმზე წარდგენილი პროექტიტს „საცხოვრებელი ოთახის“ თემაც , რომელსაც ამერიკელი სტუმრები გვთავაზობენ.

რიგით VIII თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 2015” 10 დღე გაგრძელდება და 16 ნოემბერს ოფიციალურად დაიხურება.  მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და  რუსეთიდან.  ჩამოსული სტუმრები 10 დღის განმავლობაში თბილისის სხვადახვა კულტურულ ცენტრში : თბილისის ისტორიული მუზეუმი „ქარვასლა“, ევროპის სახლი,  გობელენის მუზეუმი, გალერეა არტარეა, გალერეა კონტეინერი და მოძრაობის თეატრში მისულ ხელოვნება დაინტერესებულ ადამიანებს  თავიანთი ნამუშევრებით უმასპინძლებენ.

არტისტერიუმის თემა ხელოვანებისთვის ყოველ წელს იცვლებოდა. „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ – ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13“,  „ვარ მე შენ?“ , „პროტესტი , რომელიც არასოდეს მთავრდება“ … წელს კი მონაწილეებს მოუწიათ მუშაობა თემაზე „რას ფიქრობ დღეს“ ? / What’s on your mind?”. რას ფიქრობ დღეს შენ პოლიტიკაზე , ხელოვნებაზე, სოციუმზე,  ყველაფერ იმაზე რაც ხდება დღეს სამყაროში და ეს აზრები ხელოვანებმა გადმოგვცეს  ერთ ცარიელ ოთახში ნახატებით, სურათებით, ძველი ჩანაწერებით, გაზეთებით … ეს არის კითხვა რომელსაც პასუხობენ ადამიანები ყოველ დღე თავიან Facebook გვერდზე. ვირტუალურ კედლებზე ადამიანები საკუთარი ცხოვრების საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებს ააშკარავებენ, გვამცნობენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვადასხვა პრობლემების შესახებ, გვიზიარებენ მათი აზრით საინტერესო ბმულებს, იმიჯებს, რეაგირებენ ამა თუ იმ მოვლენებზე. პროექტის ფარგლებში ხელოვანებს ასე ვთქვათ უნდა  გამოეყენებინათ „Facebook ენა „ და ასე შეექმნათ ნამუშევრები, სადაც გამოჩნდება ის თუ რას ფიქრობენ დღეს იმაზე , რაც მათ გარშემო ხდება.

დომინიკ ფური , საფრანგეთიდან.

–    2008 წელს ერთი კვირა დუბაიში, მოლში გავატარე.  სწორედ იქ ფუფუნების საგნებით და ქერა მოდელების არმიით გარშემორტყმულს დამებადა ამ ნამუშევრის იდეა.  მინდოდა მეჩვენებინა მოდაზე დამოკიდებულება. გარეგნობის ტირანია და ყველაფერი , რაც ამ მდგომარეობას უკავშირდება . ორი წლის შემდეგ , ფერწერაზე მოდელებს რეალური თმა დავაწებე, ეს იყო ინდოელი ქალების თმა, რომლებიც ძალიან იაფად ყიდიან საკუთარ თმებს,  როდესაც სხეული ფული ხდება…

წინ კიდევ  ათი დღე და ათი საინტრესო გამოფენა დარჩა, რომელსაც თბილისის სხვადსხვა ადგილას სხვადასხვა კულტურული ცენტრები უმასპინძლებენ.  16 ნოემბერს  არტისტერიუმი ერთი წლით დაგვემშვიდობება მომავალ აწ უკვე IX გამოფენამდე.

მოამზადა: აქსანა კუკავამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები