წარსულში დარჩენილ ბავშვობას…

ერთი,ორი, სამი … ხალისით დავხტივარ ზამთრისთვის მოტანილ მორებზე და ვცდილობ მათშორის დიდი ნაპრალი ვიპოვო “კაბინეტისთვის”.ტრადიციაა ყოველ წელს ასე ვაკეთებ.ერთი,ორი, სამი უშედეგოდ ვცდილობ მივწვდე სოფო-გვანცას კარალიოკს,მერე რა რომსახლში ორი ხე მაქვს, მათი ყოველთვის უფრო გემრიელი იყო.

ერთი, ორი, სამი სპორტდარბაზის უკან ნედლ კაკალს ვარჩევთ მე, თათია და ნინო,ვცდილობთ ბევრის ჭამა მოვასწროთ სანამ მობერტყავენ.ერთი, ორი, სამი არა უკვე ოთხისაათია ჩემი თითებიდან წენგოს გაცლას ცდილობს დედაჩემი, მეც სხვა რა გზა მაქვს, სკოლაშიშავი ხელებით ვინ დადის.

ერთი, ორი, სამი გულმოდგინედ ვცდილობ შემოდგომის ნობათისთვის ლამაზი ფოთლებისმოგროვებას,იქნებ წელს მაინც გაიმარჯვოს ჩემმა კლასმა.ერთი, ორი, სამი აგერ უკვე მეოთხევენახს გვაკრეფინებს ბიძაჩემი. მე კი უკვე მეოთხე კალია დავიჭირე და მსხვერპლს ვარჩევ.თაკოს მივასვამ, აუცილებლად აკივლდება.

მერე მშვიდად შევექცევი ტალავრის ყურძენს. აი, ისევ დაავიწყდა მხერხავების მოყვანამამაჩემს, მე მიხარია კიდევ ერთი დღე ვინარჩუნებ “კაბინეტს”. მეორე დღეს მოვიდა სესედახერხა ჩემი მორები, მერე დაჩეხა და დააწყო. ახლა სუფრას გაუწყობს დედაჩემი და ალბათ,სამჯერ გამაგზავნის მაღაზიაში. მე ყოველ ჯერზე დავიჭყანები, მაგრამ საჭმლის კეთებისასმოხმარებას , ისევ ქუჩაში ხეტიალს ვამჯობინებ და გმირულად წავალ ფირუზას მაღაზიაში.გულში აუცილებლად გამოვლანძღავ ჩემს ძმას, რომელსაც აგერ უკვე მერამდენე საათიასძინავს.

ერთი,ორი ,სამი ნეტავ უკვე მერამდენე ჭიქას ვსვამთ ცაცხვებში. მერე რა რომ გეწა ხვალტვინის შერყევით გაიღვიძებს. 10 სიმღერას მაინც შევასრულებთ რეპერტუარიდან. ჰო, მე დამარიამს ბიჭები გვყავს სახლებში დასარიგებელი, მერა რომ იმათზე მეტი დავლიეთ,მაინცისინი უფრო თვრებიან. ნეტავ ხვალ ვისგან გადავიწერთ მათემატიკის დავალებას?ერთი,ორი,სამი წელსაც დიდი თოვლი მოვა, წელსაც ავაშენებთ ვეება თოვლის ბაბუს სკოლის ეზოში.

ჰო, წელსაც რაჭაში ვისვენებ. წელსაც ორჯერ ავალ “მალაკოებზე”, ერთხელაც კრიხულასდავლაშქრავ. მერე მანქანას წავართმევთ მე და გიგი მამაჩემს და იქამდე ვატარებ, სანამ გიგისნერვზე უკანასკნელი სიმი არ გაუწყდება და იყვირებს, რომ ვერასდროს ვისწავლი მანქანისტარებას, არადა ვისწავლე. ბევრ უაზრო დღეს გავატარებ ბოდიალში არც ისე შორს და არც ისეახლოს მყოფ სექტემბრამდე. მერედა როგორ მინდოდა სკოლა მალე დამემთავრებინა.

ფერადი შემოდგომაა ახლა რაჭაში. არ ვიტყვი ოქროსფერი-მეთქი, არ ვიქნები მართალი,ალბათ, მიწყენს კიდეც. ოქროსფერი ყველგანაა, იქ ბევრი ფერია ერთი, ორი, სამი და ჯერ იმფერებს სახელები არ აქვთ.მე კი მხოლოდ სურათებში ვხედავ. თეკლას თქმის არ იყოს,მოგონებებშიღა დამრჩა წენგოსფერთითებიანი ბავშვობა. მოგონებებშიღა ვითვლი სახლიდანსკოლამდე და სკოლიდან ღმერთმა არ იცის სადამდე გატკეპნილ პატარა, მაგრამდაუსრულებელ მანძილს.

 

ერთი, ორი, სამი…უკვე მეხუთე წელია…

 

თამთა ყიფიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები