რუსკა მაყაშვილი: ეს არის აბსოლუტური სისულელე, არავის ჟანა წითელაურისთვის არ დაუცინია

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 2 ნოემბერს „რუსთავი 2“ – ის ეთერში გასულმა კონკურს „ნიჭიერის“ პირველმა სერიამ, კონკრეტულად საუბარია მომღერალ ჟანა წითელაურის ნომერზე. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, ჟიურის წევრებმა მას უბრალოდ დასცინეს, რაც სულ ცოტა არაეთიკური იყო მათი მხრიდან, გარდა ამის დღეს გავრცელდა ჟანა წითელაურის მიმართვა სადაც ის ამტკიცებს, რომ ამ უკანასკნელს ფსიქიკური პრობლემები აქვს, კონკურსში კი მოტყებით მიიწვიეს, რადგან მასზე შოუ გაეკეთებინათ.

ამ ბრალდებებზე კომენტარისათვის yellowblog.ge ჟიურის ერთერთ წევრს, რუსკა მაყაშვილს დაუკავშირდა:

„რა სისულელეა, ერთია როდესაც რაღაც ნომერზე გაგეცინება და მეორეა დაცინვა, არავის მისთვის არ დაუცინია, ეს იყო ჩვეულებრივი რეაქცია და იქვე მას გასაგებად ავუხსენით რატომ ვერ გადადიოდა მეორე ტურში ყოველგვარი შეურაცხყოფია გარეშე,

რაც შეეხება წინასწარ დადგმას და მოტუებით მიყვანას, მე ჟიურიში ვზივარ და მანამდე რა ხდება მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა მე როგორც ვიცი არავინ არავის არაფერს აძალებს, არც ნომრის გამოტანას, არც ჩაცმულობას  და არც რეპერტუარს, ვერც ფსიქიკური შეშლილობის შევატყვე ამ გოგონას, უბრალოდ არ მომეწონა ნომერი“ – აცხადებს რუსკა მაყაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები