კინო ისტორია – “მუნჯი” კინოდან “მანდარინებამდე”

0
57

 კინო ეს ის სფეროა, რომელიც მეტნაკლებად ყველას აინტერესებს, რადგან ხელოვნების სხვადასხვა დარგების –  მხატვრობა იქნება ეს, ლიტერატურა, მუსიკა თუ სხვა – ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. და ამასთან, ეხება ყველა იმ თემასა თუ პრობლემას, რაც ზოგადად ადამიანებს აღელვებთ.

       უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცხლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – მუდმივი მოძრაობა, ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში – დინამიკაში. ამ მცდელობის დასტურია ეგვიპტის ქურუმთა მიერ ,,სასწაულების“ მოსახდენად გამოგონილი ოპტიკური აპარატები, სახელგანთქმული ჩინური ,,ჩრდილთა თეატრი“, ,,ფრანგული ჯადოსნური ფანარი“. მე–16 მე–17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა ადამიანებს საშუალება მისცა ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისათვის.

       1895 წლის 28 დეკემბერი მთელი მსოფლიო კინომატოგრაფებისა და კინომოყვარეულებისთვის ერთ თარიღთან ასოცირდება. დაიბადა მეათე მუზა ,,მეოცე საუკუნის სასწაულად“ წოდებული მეშვიდე ხელოვნება კინემატოგრაფი. მსოფლიოში კი, პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსის ორგანიზატორებად  ლიონელი ფაბრიგატები და ძმები იოგუსტ და ლუი ლუმიერები მოგვევლინენ. ,,კედელი,“ ,,მტარებლის შემოსვლა,“ ,,მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან,“ ,,გაწუწული მებაღე“. ეკრანზე ამოძრავებული ცხოვრების ამსახველი კადრები  ძალიან მალევე გახდა ეფექტური და სწორედ აქედან დაიწყო კინოს განვითარება…

       კინოხელოვნება დიდ ინდუსტრიად გადაიქცა და დღეს, განსაკუთრებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, ისეთ მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ,,ჰოლივუდი,“ ,,ინდოეთის ბოლივუდი,“ და ,,საფრანგეთის სინემა“– დიდი შემოსავალი მოაქვთ. დღეს კინოს მსოფლიო ცენტრი არის ქალაქი ჰოლივუდი,კალიფორნია რადგან აქაური თბილი კლიმატი და ლანდშაფტი საშუალებას იძლევა მთელი წლის განმავლობაში გადაიღონ ფილმები.

       70–იან წლებში ჰოლივუდში ბლგობასტერების გადაღება დაიწყეს: ფრენსის ფორდ კოპალას ,,ნათლი მამა;“ მარტინ სკორსეზეს ,,ერთხელ ამერიკაში;“ ჯორჯ ლეკარის ,,ვარსკლავური ომები;“ ასევე სილვესტერ სტალონემ და არნოლდ შვარცნეგერმა შექმნეს უსამართლობსთან მებრძოლი ამერიკელი გმირის სახე. ბოლო პერიოდში კი ყველაზე ძვირადღირებული ფილმებია: ,,ტიტანიკი,“ ,,გლადიატორი,“ ,,ჰარი პოტერი,“ ,,ბეჭდების მბრძანებელი“.

      35 წლებში კინო ,,მუნჯი“ იყო, ამიტომ ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი. ამგვარ ფილმებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მსახიობის მიმიკას, გამომეტყველებას, პროფესიონალიზმს, მაგრამ ხმოვანი ფილმების გამოგონების შემდეგაც გრძელდება უხმო ფილმების გადაღება. ერთ–ერთი კი 2012 წელს გადაღებული, ოსკაროსანი ფილმი მიშელ ჰაზანავიჩუსის ,,ARTIST“ („არტისტი“).

       ციფრული ტექნოლიგიების გავრცელებამ კინო წარმოების პროცესი გაამარტივა და შესაბამისად, ბოლო წლებში საქართველოში გადაღებული ბევრი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ, თანამედროვე ქართული კინოს ტენდენციები, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სუსტი და ძლიერი მხარეები, თემები, რომლებზეც გვესაუბრება და არ გვესაუბრება კინო ძირითდი თემები და კითხვებია, რომელიც შეეხება თანამედროვე ქართულ კინოინდუსტრიას.

     კინოკრიტიკოსებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, დღეს ქართველი რეჟისორები უპირტესობას არ ანიჭებენ რელურ ფაქტებს, არ ასახავენ იმას, რაც ნამდვილად ხდება და კადრებშიც ძირითადად ერთი ამბავი, ერთი უბენბია გამოჩენილი, მაგალითად რეჟისორ ლევან თუთბერიძისა და ზაზა ურუშაძის ,,გასეირნება ყარაბაღში,“ ნანა ექვთიმიშვილის ,,გრძელი ნათელი დღეები,“ლევან კოღუაშვილის ,,ქუჩის დღეები“ ერთ თემტიკას ეხება, ქრთულ კინოში დაწინაურებული თემა ქუჩის მენტალიტეტი და ნარკომანიაა. რაც შეეხება, სხვა ჟანრის ფილმებს ზოგიერთ მათგანს ,,კომერციული და უგემოვნო, კომერციული და უხარისხო“ კონტექსტში განიხილავენ, მაგალითად ნიკოლოზ ხომასურიძის ,,მამაჩემის გელფრენდი“, დავით იმედაშვილის ,,ოცნების ქალაქი“ და ,,Home Alone“ის ქართული პროტოტიპი ზურა მენთეშაშვილის ,,ცელქი ბავშვები“.

    თანამედროვე ქართულ კინოინდუსტრიაში ასევე გამოჩნდა  საავტორო ფილმები, მაგრამ ისინი ჯერაც აკადემიურ სტილს ასახვენ და ბოლომდე არ გვაძლევენ რაიმე სახის ექსპერიმენტს.

    თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი ,,მანდარინები“, რომელიც 2014 წელს ოსკარზე იქნა ნომინირებული და საკმაოდ დიდი წარმატება მოიტანა.

სალომე უბირია