yellowblog.ge-ის სპეციალური განცხადება კიდევ ერთხელ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით

საინფორმაციო სააგენტო yellowblog.ge თავს მოვალედ თვლის საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს კიდევ ერთხელ გავრცელებულ კადრებზე, ჩვენ პრინციპულად უარს ვაცხადებთ კადრების გავრცელებაზე და ვთვლით რომ ეს სისასტიკე აღარ უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება რეიტინგის გამო ვინმემ, ადამიანის ფსიქიკისთვის საზიანო ვიდეო გაავრცელოს.  თუმცა აქვე ვაფიქსირებთ, მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას და დასჯას არა გამავრცელებლების და მედია საშუალებების, არამედ დამკვეთების და შემსრულებლების, ის ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა და ფირებზე აღბეჭდავდა ეგ ავადმყოფები უნდა დაისაჯონ და არა მარტო გამავრცელებლები, არამედ ვცდილობთ ვანახოთ ყველას ის რეალობა რაც არსებობდა ქვეყანაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კადრებს არ ვავრცელებთ, მაგრამ კატეგორიულად ვითხოვთ სამართლებრივ რეაგირებას.

გთხოვთ ყველა ვინც წაიკითხავს მიმართვას, გაავრცელეთ რადგან მედია საშუალებებისთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ფსიქიური მდგომარეობა. ინფორმირებულობა არ ნიშნავს იმას რომ ადამიანებმა ნახონ ყველაფერი. ნახონ თუნდაც ის სისასტიკე რომელიც ამ წუთებშიც ვრცელდება სხვა და სხვა მედია საშუალებებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები