არ დაინანოთ რამე შვილების განათლებისათვის! ნუ უყიდით აიფონებს, მანქანებს, სამარიაჟო აქსესუარებს. თუ ამის საშუალება არა გაქვთ. აქაოდა,ბავშვი არ დაიჩაგროსო…

ცოტნე გამსახურდია პედაგოგთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდების შედეგებს ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში განათლების სფერო მოწოდების ისეთ სიმაღლეზე არ დგას, როგორიც მოზარდის განვითარებას სჭირდება.
„წეღან ვუყურებდი რეპორტაჟს: მასწავლებლების დაახლოებით 80 პროცენტმა მინიმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდები ვერ ჩააბარა! ო, ღმერთო ჩემო… და კიდევ რამე მიკვირს აქ!?
ვერ ვიტყვი, რომ სამაგალითო მამა ვარ… მარტოობა ჩემი განუყრელი მეგობარია მიუხედავად იმისა, რომ სამყაროსა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. მაგრამ მაქვს ერთი წესი, რაც ჩემთვის წმიდათაწმინდაა: ჩემი შემოსავლის უდიდეს ნაწილს შვილების განათლებას ვახმარ; განურჩევლად მათ დედებთან დამოკიდებულებისა… ასე რომ არ მოვიქცე, წყეულ ვიქნები წინაპართა მიერ, ვინც დღემდე ჩემამდე მოიტანა სიცოცხლის მუხტი და მე ვალდებული ვარ ღირსეულად გადავცე იგი შემდგომთ.
დანარჩენი – შთამომავლობამ თავად გადაწყვიტოს. სრულიად არაავტორიტარული მშობელი ვარ; პრაქტიკულად ყველა საკითხში, განათლების გარდა თუ არ დაავიწყდებათ მოხუცი მამა, ხომ კაი, თუ არადა, ღმერთი, ალლაჰი, აბსოლუტი, ბუნების ძალა თუ ვინცაა, იმედია არ დამტოვებს იქამდე, როცა საკუთარი თავის მიხედვა აღარ შემეძლება wink ემოცია
არ დაინანოთ რამე შვილების განათლებისათვის! ნუ უყიდით აიფონებს, მანქანებს, სამარიაჟო აქსესუარებს. თუ ამის საშუალება არა გაქვთ. აქაოდა,ბავშვი არ დაიჩაგროსო… გაუნათლებლობა უარესად დაჩაგრავს, ვიდრე აიფონის უქონლობა და რაც ადრე მიხვდება, რომ მისი მთავარი კაპიტალი თავშია და არა – ჩანთაში, მით უკეთესი იქნება მისთვის! ნუ გაზრდით სნობებს და გოიმებს, ისედაც საკმარისად არიან…”
– წერს გამსახურდია.

წყარო: reportiori.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები