ქალის მიერ ნათქვამი 15 ფრაზა, რომელსაც მამაკაცი წყობიდან გამოყავს

ამ ფრაზების წარმოთქმისას ყოველთვის ერთი მიზანი გვაქვს – ჩავწვდეთ მამაკაცის ფიქრებს უფრო ღრმად, მაგრამ სწორედ მათ გამოჰყავს წყობილებიდან ძლიერი სქესი იმდენად, რომ შეიძლება აფეთქდეს!
ამიტომაც გირჩევთ, ამოიღოთ ისინი მეტყველებიდან, თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ურთიერთობა და თავიდან აიცილოთ ოჯახური ტრაგედიები.

რაზე ფიქრობ?

შენ მხედველობაში გაქვს: “მომიყევი შენი განცდების შესახებ. მინდა გაგიგო”.
რა ესმის მას: “მე მინდა ყველაფერი ვიცოდე”.


ჩვენ სალაპარაკო გვაქვს

შენ გულისხმობდი: “მოდი, გავაანალიზოთ ჩემი ახალი იდეა სამყაროს დაპყრობის შესახებ!”
როგორ ესმის მას: “მე ყველაფერი ვიცი. ვერ გადამირჩები, საყვარელო”.


შენ არ გიყვარვარ

რას გულისხმობდი: “მითხარი, რომ გიყვარვარ”.
როგორ ესმის მას: “შენ არასაკმარისად გამოხატავ ჩემდამი სიყვარულს. თეთრი ოქროს ბეჭედი ამ სიტუაციიდან ნამდვილად გვიხსნიდა”.


რაში გჭირდებოდა ახალი ტელეფონი?

რას გულისხმობდი: რა საჭიროა ახალი, როცა ძველი ჯერ კიდევ მშვენივრად მუშაობს!
როგორ ესმის მას: “სულელი, უყაირათო ადამიანი ხარ, უაზროდ ფლანგავ ფულს”.


მოიქეცი რა კაცურად!

რას გულისხმობდი: “არ ხარ მართალი, აი, როგორ უნდა მოქცეულიყავი…”
როგორ ესმის მას: “რა უყავი კვერცხები, ბიჭო? შტერი გოგოსავით იქცევი”.

ხომ გააკეთებ ამას ჩემ გამო?
რას გულისხმობდი: “მე შენგან საქმე მჭირდება. თუკი მართლა გიყვარვარ, ყველაფერი სწორედ ასე იქნება”.
როგორ ესმის მას: “მე ვცდილობ შენ მანიპულირებას და მე ეს შესანიშნავად გამომდის. ვერც კი შეეცდები, მოიქცე სხვაგვარად”.


შენ ის მოგწონს?

რას გულისხმობდი: “მითხარი, რომ მე ბევრად უკეთესი ვარ. ის კი – არაფერი, თუნდაც ოთხი ნომერი მკერდით”.
როგორ ესმის მას: “შენ მასთან დაწოლა გინდა?”


ღვინისფერი თუ მარჯნისფერი?

რას გულისხმობდი: “რომელი ფერი უფრო მოგწონს? მინდა მოგეწონო ახალ კაბაში”.
როგორ ესმის მას: “მე მინდა, ცხოვრების ბოლომდე გტანჯო ყვავილების სხვადასხვა ფერზე სულელური შეკითხვებით”.


ოდესმე რომ დავშორდეთ?

რას გულისხმობდი: “მინდა, გავიგო, რომ ეს არასოდეს მოხდება. მე მინდა დარწმუნებული ვიყო შენში”.
როგორ ესმის მას: “მომეცი მიზეზი, გიწოდო ვირი და მახინჯი, თუკი ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება”.


წადი, შენს მეგობრებთან ერთად გაერთე, მათთან ხომ უფრო კარგად გრძნობ თავს

რას გულისხმობდი: “რაღაც დიდი ხანია, ერთად, მარტოებს არ გაგვიტარებია დრო”.

როგორ ესმის მას: “შენ ხარ – უტვინო არსება, რომელსაც არ ესმის და არ აფასებს საკუთარ ბედნიერებას”.


რატომ შეცვალე პაროლი? რამეს მიმალავ?

რას გულისხმობდი: “აქ რაღაც წესრიგში არ არის. მითხარი შენი ახალი პაროლი. ახლავე”.
როგორ ესმის მას: “მე მინდა გავაკონტროლო ყველა შენი ნაბიჯი, მოგწონს ეს შენ თუ არა”.


ჰოდა, გყოლოდა ის

რას გულისხმობდი: “რა სისულელეა, საყვარელო? მე ხომ ვჯობივარ, ვჯობივარ მაგ შენს ძაღლს”.
როგორ ესმის მას: “დიდად არც მჭირდები, შეგიძლია წაეთრიო, სადაც გინდა. თუმცა, მოიცადე, დაბრუნდი”.

არა, არ ვბრაზდები
რას გულისხმობდი: შესაძლოა, შენ მართლაც არ გაბრაზდი.
როგორ ესმის მას: “დიახ, ძალიან გავბრაზდი”.

მე არ ვარ მასეთი
რას გულისხმობდი: “მსგავსი ფრაზები – ჩემ შესახებ არ არის, არა?”
როგორ ესმის მას: “შენ იშვიათი გამონაკლისი ხარ, რომ ჩემნაირი ქალი შეგხვდა. ქალი, რომელსაც არასოდეს უთქვამს მსგავსი ფრაზები”.

ხელი არაფრისთვის მიხლია
რას გულისხმობდი: “რომ მოვედი, ყველაფერი ასე დამხვდა”.
როგორ ესმის მას: “რა მოხდა, შემთხვევით დავამტვრიე შენი მანქანა. ნუ მეჩხუბები. შენ ხომ გჯერა ჩემი?”

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები