რატომ დაიწყეს ადამიანებმა ყეფა?…

ტატოს მწარე ბლოგი…

არასრულფასოვნების კომპლექსი?!…

მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ მიღებული თავისუფლების ეიფორია?!…

თვითდამკვიდრების სურვილი?!…

რეალურად სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის სურვილი?!…

კიდევ ბევრი კითხვა შეიძლება დაუსვა იმას, თუ რაც  დღეს ჩვენს გარშემო ხდება, სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, მეგობრების თავყრილობებზე, ტელე ეთერებში და ყველგან საითაც გაიხედავ…

რა ხდება?

ყველა კამათობს, ჩხუბობს, ყველა რაღაცას განიხილავს, აქილიკებს,  ყველა რაღაცას ამტკიცებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი…

შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჯანსაღ პროცესადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ორი დეტალი – ისტერიული ტონი და ერთმანეთის შეურაცხჰყოფა, ისტერიკაშია საზოგადოება, სრულიად საზოგადოება და არა მხოლოდ მისი ნაწილი…

გასაგებია, რთულია სიტუაცია, რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა, რთულია შრომა, ზრუნვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება…

ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ არის, მის მაგივრად ყოველთვის (უფრო ზუსტად ბოლო 220 წელი) ვიღაც სხვა ზრუნავდა, ვიღაც „დიდი ძმა“,  მთავრობა, მეფე, მოსკოვი, პეკინი, დიდი საბჭოთა ერთობა (ძალიან კარგად იცოდნენ მათ, რატომაც ზრუნავდნენ და რასაც მიიღებდნენ შედეგად, ზუსტად ის მიიღეს)…

მაგრამ დღეს ხომ შიცვალა რეალობა?!…

დღეს ხომ უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობის აღება?!…

აღარ არის დრო?…

დრო არის, მაგრამ არ გვესმის, ჩვენს წარუმატებლობას და უუნარობას სხვებს ვაბრალებთ, სხვაგან ვცდილობთ მიზეზის პოვნას, სხვაგან ეს მიზეზი არ არის და შესაბამისად ვღიზიანდებით, გვეშლება ნერვები, გვეწყება ისტერიკა, გვაწვება აგრესია…

შედეგები მძიმეა და ყველა ვხედავთ…

გამოსავალი?

მზა რეცეპტები რა თქმა უნდა არ არსებობს, არც მე მაქვს მზა რეცეპტი, მეც ხომ ამავე საზოგადოების ნაზილი ვარ და რაც არ უნდა ვიძახო დამოუკიდებელი და თავისუფლაი ვარ მეთქი (არადა სკმაოდ ვარ ერთიც და მეორეც) გარკვეულწილად მეც ვარ ამ ყველაფერში ჩართული, თუმცა ერთი რამე ცხადია, გარეთ ვერ ვპოულობთ პრობლემას, გარედან არ იწყება ჩვენი წარუმატებლობა და ჰაერიდან არ მოდის არც აგრესია, არც არასრულფასოვნების კომპლექსი და არც არარეალიზებულობა, პრობლემა შიგგნითაა, სახლშია, ოჯახშია, მამაში რომელიც ყოველდღე მოდის მთვრალი და დედას შეურაცჰხყოფს, დედაში რომელიც მამაზე გამწარებული მერე შვილებს მისდგება, შვილებში რომლებიც მერე მშობლებზე დაბოღმილები ეზოში გადიან და თანატოლების დაჩაგვრას ცდილობენ..

შიგნით ჩვენში რომელიც არ გვაძლევს საშუალებას რომ საკუთარი პრობლემები ცოლზე, მერე შვილზე, მერე თანატოლებზე არ ვანთხიოთ და ამით კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობის, ნერვული აშლილობის და აგრესიის ფონი…

და მაინც?!…

ალბათ პირველ რიგში განათლება, ფასეულობების გადახედვა, ფსევდო ღირებულებების მოშორება და ნამდვილის პონვა,

ნამდვილი ქართულის – რომელიც სულაც არ ეწინააღმდეგება თანამედროვე ევროპულს,

ნამდვილი ქრისტიანულის – რომელიც აღათუ უპირისპირდება ლიბერალიზმს, არამედ იგივეა(საზოგადოების 90 პროცენტს ხომ მოაქვს თავი ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისიანად და ეს რელიგია ყველაზე მეტს გვესაუბრება სიყვარულზე, სიქველეზე, ლოცვაზე, მედიტაციაზე)…

და რაც ყველაზე მთავარია ზედმეტი ამბიციის მოშორება, საკუთარი ადგილის და საკეთებლის პოვნა და იმის გაგება, რომ არავიზე მეტი არაფრით არ ხარ და არც ნაკლები, ხარ უბრალოდ ადამიანი და გაქვს შენი სამყარო, ნუ დაკარგავ ამ სამყაროს და ყველაფერი კარგად გექნება, თუ უკვე დაკარგე დაძებნე საკუთარ თავში და იპოვი…

 

გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

 

ტატო მახაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები