მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაჭრა ისევ ვერ ხერხდება, ათობით ათასი ადამიანი სამსახურის ძიებაშია.
თუმცა, მაღალი უმუშევრობის ფონზე საქართველოშიც არის ისეთი პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია და სამსახურს შედარებით მარტივად იშოვით. bpn რამდენიმე დასაქმების სააგენტოს დაუკავშირდა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დასახელება სთხოვა.

როგორც hr.ge-ს მენეჯერმა ინგა შარბაზიანმა გვითხრა, ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გაყიდვების კატეგორიას უკავია. „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქვეყანაში დასაქმების სერიოზული პრობლემაა, ვერ ვიტყვით, რომ დასაქმება რომელიმე პოზიციაზე მარტივია. თუმცა ყველაზე მარტივად გაყიდვების სფეროში საქმდებიან. ამ სფეროს წილი ვაკანსიებს შორის 12 პროცენტია. კლიენტთა მომსახურებას 7 პროცენტი უკავია, მესამე და მეოთხე ადგილს ფინანსები და სამედიცინო სფერო იკავებს“,-განაცხადა ინგა შარბაზიანმა.
დასაქმების სააგენტოებში ამბობენ, რომ დღეს ასევე ძალიან პოპულარულია ქსელური მარკეტინგი. დამსაქმებლები ყველაზე ხშირად ითხოვენ სტილისტებს, მიმტანებს, ავტომრეცხავებს, პრომო გოგონებს, მენეჯერებს, დისტრიბუტორებს. როგორც ჩვენმა მოკვლევამ აჩვენა, საკმაოდ დიდია მოთხოვნა ძიძებსა და დამხმარე ქალბატონებზე, რომლებსაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები ქირაობენ. მათი დასაქმება გამოცდილების მიხედვით ხდება, ანაზღაურება კი 450 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ვაკანსიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნულ პოზიციებზე მოთხოვნა არცთუ მცირეა და სურვილის შემთხვევაში, დასაქმება ადვილად არის შესაძლებელი.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები