ტანგოს 10 ყველაზე სექსუალური სცენა

10. Take The Lead / შეინარჩუნე რითმი

პროფესიონალი მოცეკვავე პიერი სამუშაოდ ერთ სკოლაში მოეწყობა. მან ცეკვა უნდა ასწავლოს “რთულ” ბავშვებს.ძალზე ძნელია სამეჯლისო ცეკვები ასწავლო ბავშვებს, რომელთაც რეპი და ჰიპ-ჰოპი უყვართ. უამრავი წინააღმდეგობების მიუხედავად, პიერი ერთ-ერთ მოსწავლეს მაინც დაუახლოვდება და მასთან ერთად შექმნის გასაოცარ ნომერს, რომელიც როგორც კლასიკური, ისე ქუჩური ცეკვის ელემენტებს შეიცავს.

 

9. Mask of Zorro / ზოროს ნიღაბი

ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალტა კალიფორნიაში ლეგენდარული ზოროს სახელით დონ დიეგო დე ლა ვეგა ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა. ციხიდან გაქცევის შემდეგ, იგი ბანდიტ ალეხანდროს მისი საქმის გამგრძელებლად აქცევს, რომ მისი დახმარებით ტირან დონ რაფაელ მონტეროს გეგმები ჩაშალოს. იგი ის ადამიანია, რომელმაც დიეგოს თავისუფლება, ცოლი და ძვირფასი ქალიშვილი ელენა წაართვა.

 

8. Easy Virtue / მსუბუქი ყოფაქცევა

განქორწინებული ამერიკელი, ლარიტა ჰანთინგტონი, საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება… და აი, მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება.

 

7. True Lies / მართალი ტყუილები

ჰარი საიდუმლო სამთავრობო აგენტია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იცის მისმა ცოლმა, რომელიც თავგადასავლების წყურვილს სხვა კაცთან შეხვედრებით იკლავს.

 

6. Take The Lead / შეინარჩუნე რითმი

პროფესიონალი მოცეკვავე პიერი სამუშაოდ ერთ სკოლაში მოეწყობა. მან ცეკვა უნდა ასწავლოს “რთულ” ბავშვებს.ძალზე ძნელია სამეჯლისო ცეკვები ასწავლო ბავშვებს, რომელთაც რეპი და ჰიპ-ჰოპი უყვართ. უამრავი წინააღმდეგობების მიუხედავად, პიერი ერთ-ერთ მოსწავლეს მაინც დაუახლოვდება და მასთან ერთად შექმნის გასაოცარ ნომერს, რომელიც როგორც კლასიკური, ისე ქუჩური ცეკვის ელემენტებს შეიცავს.

 

5. Shall We Dance / მოდით, ვიცეკვოთ

მას აქვს პრესტიჟული სამსახური და მყუდრო სახლი, სადაც მოსიყვარულე მეუღლე და მშვენიერი ქალიშვილი ელოდება, თუმცა ჩვენს გმირს მაინც რაღაც აკლია რაღაც, რაც დაეხმარებოდა მას ბოლომდე გახსნილიყო და ჩამოყალიბებულიყო სრულფასოვან პიროვნებად. ის დგამს ნაბიჯს თავისი ბედისაკენ და გაიცნობს ქალს…

 

4. Chicago / ჩიკაგო

ველმა ქელი და როქსი ჰარტი, მომხიბლავი ფატალური ქალები, იბრძვიან საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების მისაპყრობად.

 

3. Never Say Never Again / არასოდეს თქვა არასოდეს

ბონდიანა, რომლის სათაურიც ეფუძნება რეალურ ისტორიას – საუბარს შონ კონერისა და მის მეორე მეუღლეს შორის. როდესაც მსახიობმა დაასრულა გადაღებები ფილმში “ალმასები სამუდამოდ”, მან განაცხადა, რომ აღარასოდეს შეასრულებდა ბონდის როლს, მაგრამ მეუღლემ უთხრა: -“არასოდეს თქვა არასოდეს”. ამ ფრაზის გამო იგი ფილმის ტიტრებშიც კი იქნა ნახსენები.

 

2. Moulin Rouge / მულენ რუჟი

პარიზი მეოცე საუკუნის დასაწყისში. ახალგაზრდა ღარიბი პოეტი შეყვარებულია ულამაზეს მომღერალ ქალზე, რომელსაც მდიდარი ჰერცოგი მფარველობს.

 

1. Scent of a Woman / ქალის სურნელი

დადგა მადლიერების დღეც და დაზვერვის გადამდგარი პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი ზეიმის გამართვასა და ნიუ-იორკში გაემგზავრებას გადაწყვეტს. ფრენკს სურს თავისი ბოლო გამოსვლა უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს: მდიდრული ოტელი, ლიმუზინი, ძვირადღირებული სასმელი და საოცრად ლამაზი ქალები. არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა. პირველი: ფრენკი ორივე თვალითაა დაბრმავებული და მეორე -მზრუნველი ნათესავები აპირებენ, მას გამცილებელი, პრესტიჟული კოლეჯის გაჭირვებული სტუდენტი, ჩარლი სიმზის სახით დაუქირავონ. უკანასკნელი რაც პოლკოვნიკ სლეიდს ესაჭიროებოდა ამ მგზავრობაში – ეს “მოუმწიფებელი” ახალგაზრდა ჩარლია.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები