უნივერსიტეტთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით, აქციები არ წყდება

0
186

კვლავ არ წყდება უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციები, რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით.

სტუდენტები ასევე აპროტესტებენ, უნივერსიტეტის დეკანატის მუშაობას. ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და რექტორის მხრიდან არაკომპეტენტურობასა და გულგრილობას.

როგორც სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა განაცხადა, საპროტესტო აქციები არ შეწყდება, სანამ არ გადადგება უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი ვლადიმერ პაპავა.