მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ისეთი დონის მორაგბეები როგორიც მამუკა გორგოძეა მხოლოდ პრინციპული მატჩებისდროს ითამაშებენ” – წერს გაზეთი „კვირის პალიტრა” და მამუკა გორგოძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.

„სავარაუდოდ, ასეც იქნება და მხოლოდ შიგადაშიგ ჩამოვალ ხოლმე… ისეთ ფორმაში ვარ,არ მგონია, სამი წლის შემდეგ ნაკრებს ვეღარ გამოვადგე. თუ იმ დროს სათანადო ფორმაშივიქნები, 2019 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებ. რობოტები არ ვართ,ყოველთვის კარგად რომ ვითამაშოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავალ მოედანზე,თუ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული ჩემს თავში. გულშემატკივრისგან ისეთისიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო – დაბერდა და სახლში წასვლავერ გაიგოო!

როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესისიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულოსანაკრებო კარიერა…”- აღნიშნავს გორგოძე.

წყარო: reportiori.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები