ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებებში

0
6

მსოფლიო თასის მეოთხედფინალებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება და ინტერესიც იმის მიმართ თუ ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ‘ბობოლებმა’ დასძლიეს, რაგბის ‘სტაჟიანი’ ქომაგისთვისაც ალბათ ძნელი იქნება იმის პროგნოზირება თუ ვინ აწევს 31 ოქტომბერს რაგბის სამყაროში ყველაზე სანატრელ ჯილდოს – ვებ ელისის თასს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, სპეციალისტები ერთმხად აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ტურნირი უდაოდ გამორჩეული იყო ბევრი ფაქტორით, მაგრამ განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნება ე.წ. მეორე დონის ქვეყნების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული თამაში. ყველა სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგი იმაზე საუბრით იწყება თუ რაოდენ საოცრად ითამაშა იაპონიის ნაკრებმა, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ უიღბლონი არიან, რადგან მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სამი თამაშის მოგების მიუხედავად გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

იაპონიის ასეთმა თამაშმა სრულებითაც არ დაჩრდილა ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო თასზე. პირველი სენსაცია სწორედ ზღვის არწივების დამარცხება იყო, რადგან ტონგას ტურნირის დაწყებამდე მეოთხედფინალში გასვლა ჰქონდა დასახული მიზნად. ჩვენი მიზანი კი რაც იყო ყველამ კარგად იცის – ჯგუფში ორი მატჩის მოგება და ამით 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების ავტომატურად მიღება. საუბრობენ არგენტნასთან ბრწყინვალე პირველ ტაიმზე; ოლ ბლექსთან დასამახსოვრებლად საუცხოო თამაშზე. ამ თამაშის მერე, ზელანდიელთა ლეგენდამ, კაპიტანმა რიჩი მაქომ განაცხადა, რომ მსოფლიოზე აღარ არსებობს ‘ადვილად’ მოსაგები მატჩები. ‘სქრამ ქომზე’ კი სტატიებს ისეთი სათაურებითაც წააწყდებით, როგორიცაა ‘დასრულდა 100 ქუალინი სხვაობით წაგებული მატჩების ერა’ ან ‘ახლა რა უნდა გაკეთდეს მეორე დონის ქვეყნებისთვის’. ერთ-ერთმა ცნობილმა მესვეტემ, ღვაწლ-მოსილმა ავსტრალიელმა მწერალმა გრეგ გრაუდენმა კი უშუალოდ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შემდგომი ფორმატის შეცვლის შესახებ საგულისხმო იდეა გააცნო საზოგადოებას >>> წყარო

საბოლოო ჯამში, ყველა სპეციალისტი იმაზე თანხმდება, რომ დროა მეორე დონის ქვეყნებთან ბევრად ხშირად ითამაშონ ‘ბობოლებბა’.

ჩვენებურები სიმბოლურებში

ბევრმა ბრიტანულმა და მსოფლიო ინტერნეტ თუ ბეჭდურმა გამოცემამ სიმბოლური ნაკრებების დასახელებით ჯგუფური ეტაპი შეაჯამა. გასაკვირი არაა, რომ თითქმის ყველა ‘ფორმაციის’ ნაკრებში უცვლელად ‘ქეფთან ფანტასტიკად’ წოდებული მამუკა გორგოძე მოხვდა.

ყველაზე ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემა ‘თაიმსმა’ თავის სარაგბო კორესპონდენტებს სთხოვა სიმბოლურების დასახელება, მათგან ოთხმა შემდეგი 15-ეულები დაასახელეს სადაც მამუკა გორგოძის გარდა დავით ზირაქაშვილი შეიყვანეს:

ოუენ სლოთი (წამყვანი სარაგბო მიმომხილველი)

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ტელუსა ვეიანუ (ტონგა), 13. ლევანი მბოტია (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ ვან დერ მერვე (კანადა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. მიხაი ლაზარი (რუმინეთი), 4. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 5. იენ ჰენდერსონი (ირლანდია), 6. მამუკა გორგოძე, 7. ჯოშ ჰარდი (შოტლანდია), 8. დევიდ ფოქოქი (ავსტრალია)

პოლ ექფორდი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი, ინგლისისა ნაკრებისა და ბრიტანელი ლომების ყოფილი მეორე ხაზელი

15. ბენ სმითი (ახ. ზელანდია), 14. ნეჰე მილნერ-სქადერი (ახ. ზელანდია), 13. ჯეს კრილი (სამს. აფრიკა), 12. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 11. დი’თი’ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. აარონ სმითი (ახ. ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. სთივენ მურ (ავსტრალია), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იდენ ეთცებეთ (სამხ. აფრიკა), 5. ალუნ-ვინ ჯოუნზე (უელსი),6. მამუკა გორგოძე, 7. შონ ობრაიანი (ირლანდია), 8. დევიდ ფოქოქი (ავსტრალია)

ალექს ლოუ, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ენთონი ვოთსონი (ინგლისი), 13. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. აარონ სმითი (ახ. ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. ქეინ დაგლასი (ავსტრალია), 5. იენ ჰენდერსონი (ირლანდია), 6. მაქლ ლიჩი (იაპონია), 7. დევიდ ფოქოქი (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ჯონ ვესთერბაი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. რობ ქერნი (ირლანდია), 14. დი’თი’ ვან დერ მერვე (კანადა), 13. ვერენიკი ნგონევა (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. ხუან იმჰოფ (არგენტინა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია)

1. ედი ბენ არუ (საფრანგეთი), 2. სთივენ მურ (ავსტრალია), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. იენ ჰენდერსონი (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. მაქლ ლიჩი (იაპონია), 7. სემ ვომბერთონ, 8. დევიდ ფოქოქი (ავსტრალია)

რიქ ბროუდენთი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. ვილი ლე’რუ (სამხ. აფრიკა), 14. ნეჰე მილნერ-სქადერი (ახ. ზელანდია), 13. ჯეს კრილი (სამს. აფრიკა), 12. მეთ გიტო (ავსტრალია),11. დი’თი’ ფან დერ მერვე (კანადა), 10. დენი ბიგარ (უელსი), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. ქიენ ჰილი (ირლანდია), 2. აგუსტინ კრივი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იენ ჰენდერსონი (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. ჟაკ ბერგერი (ნამიბია), 7. მაიქლ ჰუპერი (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ცნობილ სარაგბო ჟურნალ ‘რაგბი ვორლდ მაგაზინის’ (Rugby World Magazine) ონლაინ გამოცემამ თავის 15-ეულში მამუკა გორგოძე 7 ნომერზე დააყენა.

‘უელს ონლაინმა’ (Wales Online) კი მამუკა 6 ნომერზე დაასახელა. კანადურმა ონლაინ ჟურნალმა ‘ლასთვორდონსფორთმა’ (Lastwordonsports.com) ჯგუფური ეტაპის 5 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომლთა შორის პირველ ადგილზე კვლავ მამუკა გორგოძე დაასახელა.

www.rugby.ge