ტოპ 10 ფილმი ლივ ტაილერის მონაწილეობით

0
13

10. Reign Over Me / დამიპყარი

მამაკაცი, რომელიც 9/11-ის ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოჯახს კარგავს, კოლეჯის ძველ მეგობარს შეხვდება და ეს განახლებული მეგობრობა მისცემს ძალას, ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადაიტანოს.

9. The Incredible Hulk / წარმოუდგენელი ჰალკი

ექიმ ბრიუს ბანერის ისტორია, რომელიც საკუთარი დაავადების ვაქცინაზე მუშაობს. ეს დაავადება მას ემოციური სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადააქცევს. ბრიუსი თითქმის პოულობს ვაქცინას, მაგრამ ყოველივე წყალში იყრება, როდესაც მას წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

8. Jersey Girl / გოგონა ჯერსიდან

ოლი ტრინკე ახლგაზრდა, თავაზიანი პუბლიცისტია, რომელსაც ახლადმოყვანილ ცოლთან და შვილთან ერთად თითქოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში. თუმცა, განგება მას საშინელ გამოცდას უწყობს, როდესაც მარტოხელა მამა ხდება… ცხოვრების ძველებური რიტმის აღსადჰენად მას ახალი სიყვარული სჭირდება.

7. Inventing the Abbotts /ებოტების გამოგონილი ცხოვრება

ორი ძმის ისტორია, რომლებიც საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან. დაგმა და ჯესიმ გადაწყვიტეს მდიდარი არისტოკრატის, ლოიდ ებოტის ქალიშვილებთან დამეგობრება. ორივე იბრძვის თავიანთი სიყვარულისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთს უმართლებს…

6. The Strangers / უცნობები

ახალგაზრდა წყვილმა თავი ტყის სახლს შეაფარა. ჰგონიათ, რომ მთელ სამყაროში არავინ იცის მათი არსებობის შესახებ…გარდა სამი ნიღბიანი დაუპატიჟებელი სტუმრისა…

5. The Lord of the Rings: The Return of the King / ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

სარუმანის ჯარი დამარცხებულია, ციხესიმაგრე ალყაშია. ფროდო და სემი ფარამირისაგან გაქცევას ახერხებენ. მალე შუახმელეთის ბედი უნდა გადაწყდეს. საურონის ყურადღება მიჯაჭვულია გონდორას, ადამიანთა ბოლო ბურჯს. დადგა დრო გონდორას სათავეში არაგორნი დადგეს, რომლის ტახტის მემკვიდრე მუდამ იყო ის. დრო არ იცდის. ახლოვდება ბრძოლა საურონის ჯართან, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მთელი კაცობრიობის ბედს. ამ დროს, ფროდო და სემი აგრძელებენ გზას მორდორის შუაგულისკენ, მიჰყვებიან სმეაგოლს. მათი მომავალი გაურკვეველია. ვინ იცის, იქნებ სმეაგოლის მოღალატე ხასიათი დაღუპავს კიდეც ფროდოს?!

4. The Lord of the Rings: The Two Tower / ბეჭდების მბრძანებელი: ორი კოშკი

ფროდო და სემი მორდორში მიემართებიან, სადაც ძლევამოსილი ბეჭედი უნდა გაანადგურონ. გიმლი, ლეგოლასი და არაგორნი კი ორკების მიერ დატყვევებულ მერისა და პიპინს ეძებენ. ამასობაში ბოროტი ჯადოქარი სარუმანი საძმოს წევრებს იზენგარდში, ორთენქის ციხესიმაგრესთან ჩაუსაფრდება.

3. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring / ბეჭდების მბრძნებელი: ბეჭდის საძმო

მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილას მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი.

2. Lonesome Jim / მარტოხელა ჯიმი

ჯიმი ნიუ–იორკში მიემგზავრება და ცდილობს ცხოვრება დამოუკიდებლად აიწყოს, თუმცა მას შემდეგ რაც არაფერი გამოსდის, უკან, მშბობლებთან ბრუნდება.

1. Stealing Beauty / მოპარული სილამაზე

დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა იტალიაში მიემგზავრება. მთავარ გმირს ზაფხულის გატარება ოჯახის ძველი მეგობრების ვილაზე მოუწევს, კვლავ მოუწევს შეხვედრა მამაკაცთან, რომელმაც ოთხი წლის უკან მას ცხოვრებაში პირველი კოცნა აჩუქა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, შესაძლოა მთავარი მოტივი ამ გამგზავრების: დედის დაროვილ დღიურში დატოვებული ჩანაწერების ახსნის სურვილი. ნაწერის შინაარსი მხოლოდ იტალიაში შეიძლება აიხსნეს…

წყარო: allmovies.ge