ლევან თუთბერიძის ფილმი “ცხრა მთას იქით” ირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ლევან თუთბერიძის ფილმი “ცხრა მთას იქით” ირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, “ცხრა მთას იქით” კინოფესტივალის აზიურ სექციაში საუკეთესო ფილმად აღიარეს და “ოქროს ჟასმინი” გადასცეს.
მათივე ინფორმაციით, “ცხრა მთას იქით” ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმია, რომლის პრემიერაც სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები