ერთი მუჭა ქვეყანა

თამთას ბლოგი…

ბავშვობაში ორდროშობანა გითამაშიათ?

აი ისე, ცეცხლი რომ ინთებოდა და თამაში იწყებოდა. მკვეთრ საზღვარს რომ ვავლებდით შუაში და დროშებს ვიცავდით.

მერე ხანდახან, დროშა რომ ადვილად ჩაგვეგდო ხელში ჩუმად საზღვრის გადაწევას ვცდილობდით.

არაფერს გახსენებთ ეს სიტუაცია?

განსხვავება ისა, რომ ჩუმადაც არ აკეთებენ. ჩვენს ნახევარზე “გაგვაშეშეს” და ერთი ხელის გაწვდენით უნდათ ჩვენს დროშასრომ ჩაავლონ ხელი, მიიტაცონ და ალბათ გააქრობენ კიდეც.

გამცოცხლებელი არ ჩანს.

ისეა,კოშმარი რომ გესიზმრება , გაქცევა გინდა და ფეხს ვერ ამოძრავებ. გავიყინეთ, ერთ ადგილას გავჩერდით და ვერფერსვშვებით. შავი პირდაღებული ჩექმა ცდილობს გაგვსრისოს ჩვენ კი ხმა არ ამოგვდის პირიდან, რომ ვინმეს საშველად მაინცვუხმოთ.. ანდა ვინ გვიშველის.ერთი მუჭა ხალხი, ერთი მუჭა ქვეყანა.

შენ თავს ეკითხები ,ნუთუ, არ შეიძლება ვინმემ ხმა ამოიღოს, ვინმემ ცოტა ხელი წაგვაშველოს. ხედავ მთავრობისდამფრთხალ, შეშინებულ სახეებს და ისმენ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს.ამას ისე შემოუვლიან,  იმას ისე, ნეტავწართმეულს ვინ მოუვლის, წართმეულს ვინ დააბრუნებს.გინდა, პასუხები  გინდა.

გინდა  გჯეროდეს რომ შეუძლიათ, რომ დაიცავენ.რაც უფრო მეტი გესმის, მით უფრო გიმძიმდება გონება.

ნეტავ როდემდე?

ნეტავ ხვალ რა იქნება?

მერე ვერ ხვდები ფედერაციიდან ვაკის პარკამდე რიგის მნიშვნელობას.საერთოდ ვეღარაფრის მნიშვნელობას ხვდები.სასაცილოა. ვითომ?

ნელნელა გჭამენ, ნელნელა გაცლიან დროშას ხელიდან

ეს ის დროშაა სისხლის ბოლო წვეთამდე ხელს რომ არ უშვებდა არცერთი ქართველი.

ახლა ბილეთებს ჩაბღაუჭებიხართ

მივიდეთ საზღვართან

მივიდეთ

არ ვიცი რამე თუ შეიცვლება, არ ვიცი ეს თუ გაგვაცოცხლებს, მაგრამ მივიდეთ

ხომ,ვამბობთ ერთიანები ვართო

ხოდა ვიყოთ

ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრებ რაღა აქ ვიცხოვრო

თქვა ჩემ გვერდით მჯდომმა შუა ხნის ქალმა და ყვითელი მარშუტკის უეცარ შეჩერებაზე უხერულად გადაიხარა.

ახია მაგაზე

ნეტავ რას ჰქვია ნორმალური ქვეყანა. ნეტავ რამდენი მიატოვებს დროშას დაუცველს. ნეტავ რამდენს გააცოცხლებსთბილიქვეყნებიდანმონაბერი სიო და გაიყოლებს.

ამ დროს ჩვენი დროშა მარტო რჩება. რუსის პირღია ჩექმიდან კი ტკივილიანი სიშავე მოდის.

ნეტავ უნდა გაგვხლიჩოს?..
მინდა მოქმედებას ვხედავდე. მინდა ხსნას ვხედავდე. მინდა ერთი მეგობარი მაინც გვყავდეს, ვინც რამეს შეცვლის. მინდადავიჯერო რომ ვინმე ჩვენს ყელიდან ამოუსვლელ ხმას გაიგებს. მერე ისევ ყრუდ ჩამესმის..

ერთი მუჭა ხალხი,

ერთი მუჭა ქვეყანა..

და აღარ ვიცი რისი მჯეროდეს.

ერთი ვიცი ჩემს დროშას ებღაუჭებიან

იცოდით, რომ არცერთი სხვა ენის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა უპატრონო?!…

აქამდე არც მე ვიცოდი.

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ფეხშიშველი. ალაგალაგ დაკემსილი შარვალი და მოსასხამი ეცვა. დახეთქილი ფეხისგულებიდან სისხლი სდიოდა და გზაზე ტალახიან გუბურებს უერთდებოდა, გზა გრძელი იყო, არ ვიცი რა ელოდა გზისბოლოს

არავინ იცის

თამთა ყიფიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები