ბორჯღალოსნებმა რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ავტომატურად გავიდა. მომდევნო მსოფლიო თასის საგზური “ბორჯღალოსნებმა” დღეს,  მას შემდეგ გაინაღდეს, რაც ახალმა ზელანდიამ ტონგა დაამარცხა. ამის შედეგად, საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას იძლევა.

საქართველომ მსოფლიო თასზე ტონგა და ნამიბია დაამარცხა, ხოლო ახალ ზელანდიასთან და არგენტინასთან დაპირისპირებები დათმო. მილტონ ჰეიგის გუნდი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

მსოფლიოს 2019 წლის თასი იაპონიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები