14 წლის გოგონა, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, მილიონერი გახდა

ამ გოგონამ წელს პარიზში დიორის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება გახსნა. ეს 14 წლის მოდელისოფია მეჩეტნერია და ამბობენ, რომ მოდის სამყაროში დიდი მომავალი აქვს. უკვე მილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი და სავარაუდოდ, მას სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ რეკლამებსა და პოდიუმებზე.

გოგონა ფართო საზოგადოებამაც შენიშნა და დაიმახსოვრა, რაშიც დიდი წვლილი, გარეგნობასთან ერთად, მის ბიოგრაფიას მიუძღვის. მის ამბავს ხშირად ადარებენ კონკიას ამბავს. სოფია ისრაელში ცხოვრობს დედასა და ორ დედმამიშვილთან ერთად. მათი სახლი იმდენად პატარაა, რომ სოფიას თავისი ოთახი არ აქვს. ეგ კი არა, მის საწოლს ერთი ფეხი სულაც მოტეხილი აქვს და სოფია ამბობს, რომ შინ სტუმრების მიყვანა რცხვენია ამის გამო. დედამისი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ქალბატონია, მარტოხელა დედა, რომელსაც შვილებზე ზრუნვაც მარტოს უწევს და საკმაოდ უჭირს. როგორც სოფია ამბობს, დედა ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს ოჯახის სარჩენად – სახლებს ალაგებს, მოხუცებს უვლის, კერავს. სანამ დედა სამუშაოზეა, სოფიას გამოჰყავს ბავშვები სკოლიდან, ამზადებს საჭმელს, რეცხავს, ხანდახან დედასთან ერთად ბინებსაც კი ალაგებს. თუმცა სულ მალე

მის ცხოვრებაში ალბათ ყველაფერი შეიცვლება – სოფია ხომ უკვე მაღალანაზღაურებადი მოდელია.

არადა, ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ისრაელში ერთ-ერთი სააგენტოს მფლობელმა შემთხვევით შენიშნა და გოგონას ფრანგ აგენტებთან მოუწყო შეხვედრა. პარიზში, ცნობილ სააგენტო “ვივაში” გაგზავნეს გასაუბრებაზე, მაგრამ როცა ფრანგმა აგენტმა შეიტყო, რომ ჯერ სრულწლოვანი არ არის, ფოტოსესია გააუქმა. იმედგაცრუებული გოგონა და მისი აგენტი უკვე შინ დაბრუნებაზე ფიქრობდნენ, როცა შემთხვევით “დიორის” საფირმო მაღაზიაში ამავე სამოდელო სახლის ცნობილი დიზაინერი რაფ სიმონსი დაინახეს. გენტმა იმდენი მოახერხა, რომ სიმონსთან მივიდა და სოფია წარუდგინა. სიმონსმა ჩაინიშნა მისი მონაცემები და რამდენიმე დღეში პირადად ჩაერია საქმეში, რომ სოფია მის ჩვენებაზე გამოსულიყო…   სოფია “დიორის” სარეკლამო სახეც გახდა და საკმაოდ დიდ ჰონორარებსაც დაჰპირდნენ. ამბობს, რომ ოცნებების ასრულებას დაიწყებს და პირველ რიგში დიდ სახლს იყიდის, მერე კი ალბათ დედას შეაცვლევინებს სამსახურს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები