7 მიზეზი, რომელიც მამაკაცს ქალის მიმართ ინტერესს აკარგვინებს

1. ღალატის მცდელობა

არჩევანში, რა თქმა უნდა, თავისუფალი ხართ, მაგრამ უკვე შეძენილი პროდუქტის შეცვლის მცდელობა – სისულელე და წარუმატებელია. თქვენ ისეთი მამაკაცი შეიძინეთ, როგორიც სინამდვილეშია და ნებისმიერი მცდელობა მისი გადაკეთების, აღზრდის თუ შეცვლის ნამდვილ კატასტროფამდე მიგიყვანთ. ან ისეთი მიიღეთ, როგორიც არის ან საბოლოოდ მიატოვეთ.

2. მოსაბეზრებელი საუბარი

თუ გაცნობიდან პირველ კვირაში გაუთავებლად საუბრობთ, გახსოვდეთ, რომ ეს მამაკაცის გაღიზიანებას, თავის ტკივილს და სხვასთან გაგცევის სურვილს იწვევს. ნუ მიაყენებთ მამაკაცის სათუთ ფსიქიკას ტრავმას.

3. კონკურენცია

თუ მუდმივი პაექრობის რეჟიმში ყოფნა ჩვევად გექცათ და ეს ვლინდება – ფულის გამომუშავებაში, გემრიელი კერძების მომზადებასა თუ მანქანის კარგად მართვაში, გახსოვდეთ, რომ მამაკაცი ქალის გვერდით მოდუნებას, სიმშვიდეს ეძებს. მას სულაც არ სიამოვნებს გამუდმებით დაძაბული ყოფნა, იმ მიზეზით, რომ მორიგი რეკორდი მოხსნას. შესაბამისად, თუ არ გსურთ ურთიერთობას რომანტიკულობა დაუკარგოთ, საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მიეცით და უბრალოდ მიჰყევით დინებას.

4. ზედმეტი დამოუკიდებლობა

დამოუკიდებელი და წარმატებული ქალები მამაკაცებს ხშირად ბარიერს უქმნის და აშინებთ. თუ მამაკაცით გამუდმებით უკმაყოფილო ხართ და მის ჯენლტმენობაში ეჭვი შეგაქვთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რამდენად არის მისი ადგილი თქვენს გვერდით, როცა დამოუკიდებლად შეგიძლიათ ანგარიშის გადახდა, არც მძიმე ჩანთის ტარება გიჭირთ და გაფუჭებულ ონკანსაც შეაკეთებთ. სცადეთ, დროებით მაინც მოიხსნათ ზედმეტი, რაინდული პასუხისმგებლობა და ის არასდროს მიგატოვებთ.

5. წარსულთან განშორება გიჭირთ

წარსულის შეცდომები და უიღბლო ურთიერთობები ყველა ჩვენგანს ჰქონია. მაგრამ ხანდახან სერიოზულ პრობლემადაც იქცევა. თუ საუბრისას ხშირად ახსენებთ ყოფილ შეყვარებულს,
გამუდმებით მის სოციალურ გვერდს ამოწმებთ და შეხვედრის საბაბს ეძებთ, ეს თქვენს მამაკაცს დაღლის და არავის სიამოვნებს სათამაშოს ან ფსიქოლოგის ამპლუაში ყოფნა.

6. თუ იუმორის გრძნობა არ გაქვთ

“მას ჩემი გაცინება შეუძლია” – ეს ნამდვილად კარგი კომპლიმენტია. კარგი იუმორის გრძნობა შეუდარებელი იარაღია მამაკაცის გულის მოსაგებად. და თუ მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრობთ, მისი ხუმრობები კი თქვენს გაკვირვებასა და დაბნეულობას იწვევს – როგორც იტყვიან, ამ ურთიერთობას დიდი დრო არ უწერია.

7. ინტერესის დაკარგვა

ალბათ აღარავის აკვირვებს, რომ მამაკაცებს ხშირად უყვარდებათ საკუთარ თავზე შეყვარებული ქალები, როცა საკუთარი თავით კმაყოფილებას განიცდიან, თავს უვლიან და მათთვის მათი ინტერესები პრიორიტეტულია. რაც არ უნდა ძლიერი სიყვარული გაკავშირებდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შინაგანად ყველა მამაკაცი მონადირეა და მათი ყურადღების მისაპყრობად საკუთესო ხერხია – საკუთარი თავის მიმართ ინტერესი არასდროს დაკარგოთ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები