რა იწვევს აუხსნელ მიზიდულობას და რა არის შემონახული ისტორიულ წყაროებში?

0
55

ევრ თქვენგანს უგრძვნია აუხსნელი მიზიდულობის ძალა საწინააღმდეგო სქესისადმი. “ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა”- ნაცნობი ფრაზაა არა? რა არის ეს ნაპერწკალი ან რა იწვევს მას? ეს იდუმალი შეგრძნება ფერომონების ანუ “სიყვარულის ჰორმონების” ბრალია.

ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგალითად, ცხოველებისათვის სულერთია როგორი “ვარცხნილობა” ან კუნთები აქვს რჩეულს. ფერომონის სუნი, რომელიც მოქმედებს ქვეცნობიერებაზე, მათთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ცხვირის ღრუში არის სპეციალური არხი, რომელიც აღიქვამს სწორედ ამ სასწაულმოქმედ ნივთიერებას, შემდეგ სიგნალი ხვდება დიდი ნახევარსფეროს ქერქში და იწვევს სექსუალურ ლტოლვას.

ისტორიულ დოკუმენტებში შემონახულია წერილი, რომელშიც ნაპოლეონ ბონაპარტი წერს თავის სატრფოს ჟოზეფინას: “ვბრუნდები პარიზში, ხვალ საღამოს არ იბანაო.” ფერომონების აღმოჩენა ადასტურებს, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, რომელიც დამოკიდებულია პირველად აღქმულ სურნელზე, ალბად სწორედ ამის ბრალია, რომ ხშირად ლამაზმანი ქმრად ან საყვარლად ირჩევს მელოტ, სქელ და ტანდაბალ მამაკაცს, ან პირიქით წარმოსადეგმა მამაკაცმა შესაძლებელია, არჩევანი გააკეთოს უშნო ქალზე.

არსებობს პერიოდები, როდესაც ადამიანი არ გამოყოფს თავის “ვნების არომატს”, არამედ სრულიად საწინააგმდეგო სუნს-რეპელენტს, ანუ შიშის სუნს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია სტრესზე, ხანგრძლივ გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვაზე. ასეთ მომენტებში გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ, თქვენ ნაკლებად მომხიბვლელნი ხდებით. მაშ რა ქნათ? როგორ გააძლიეროთ ამ ჰორმონების გამოყოფა თქვენს ორგანიზმში და როგორ გახდეთ უფრო მიმზიდველნი მამაკაცებისთვის? იცით, რომ არსებობს სუნამოები, რომლებიც შეიცავს ფერომონებს? მეტიც, ფერომონების აღმოჩენამ და მათ ზემოქმედებამ ადამიანზე ნამდვილი როვოლუცია მოახდინა პარფიუმერიაში. პარფიუმერები გირჩევენ- იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენი ფერომონების მოქმედება, აუცილებელია ატაროთ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი (ხელოვნურისგან განსხვავებით ბუნებრივი ქსოვილი არ აკავებს და კარგად ატარებს ფერომონების არომატს) და ბევრი უნდა …კოცნოთ…კოცნა საუკეთესო საშუალებაა შეიგრძნოთ პარტნიორის სურნელი. მეგობრული კოცნაც კი აათმაგებს ფერომონების გაცვლის შანსს.

წყარო