11 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად შეყვარებული ხართ

ოდესმე ნამდვილი სიყვარულით გყვარებიათ? როცა ადამიანს დიდხანს ხვდები, დიდხანს ცხოვრობ მასთან ერთად, უკვე ვეღარ ხვდები, მართლა გიყვარს თუ არა. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენი გრძნობა გამოვცადოთ. აი, 11 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად შეყვარებული ხართ

1. რეგულარულად ნერვებს გიშლით, მაგრამ მაინც ითმენთ
ეს ადამიანი ჯერ ვერ მიხვდა, რომ თქვენ მუდამ მართალი ხართ. როცა სისულელეს სჩადის, გინდათ უთხრათ, რომ სულელი და უგრძნობია. ხშირად ეუბნებით კიდეც: “ვერ გიტან”, მაგრამ გადის დრო და ისევ ერთად ხართ, რადგან სიცოცხლე ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ.

2. საუბარი სისულელეებზე 

საათობით შეგიძლიათ ისაუბროთ სულელურ თემებზე. თუ ამ ადამიანთან ამინდის განხილვაც კი გსიამოვნებთ, იგი ნამდვილად გიყვართ.

3. მისი გულისთვის სიცოცხლე გაირთულეთ

ადამიანთან ურთიერთობის გულისთვის ზოგჯერ დათმობაზე გვიხდება წასვლა. ხანდახან ისეთი დაკავებული ხართ, რომ მისი წუწუნის მოსმენისთვის ვერ იცლით, ვერ მიჰყვებით სადღაც, ზოგჯერ კი უმნიშვნელო წვრილმანი ართულებს ურთიერთდამოკიდებულებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანის გულისთვის მზად ხართ, გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, გაათენოთ მთელი ღამე მხოლოდ იმის გამო, რომ საჭირო მომენტში მის გვერდით იყოთ. ეს ნამდვილად თქვენი ადამიანია.

4. გაეკიდოთ

თუ დაუგეგმავად გთავაზობთ ქალაქგარეთ გასეირნებას, მეგობრებთან ერთად ბარში წასვლას და მიჰყვებით, რადგან მის გვერდით იყოთ; ყველა მის მოთხოვნას, მითითებას უსიტყვოდ ასრულებთ, თქვენ ეს ადამიანი ნამდვილად გიყვართ.

5. მის გვერდით არაფრის გრცხვენიათ

თუ მისი თანდასწრებით არ გრცხვენიათ სამოსის გამოცვლის, ტუალეტში შესვლის და ა.შ. მას ნამდვილ მეორე ნახევრად მიიჩნევთ.

6. 2 წუთიც საკმარისია

შუაღამისას რომ დაგირეკოთ და 2 წუთით დაგელაპარაკოთ, უკვე ბედნიერი ხართ. მის გვერდით მუდამ მხიარული ხართ, გულიანად იცინით. სწორედ ეს 2 წუთია ყველაზე ძვირფასი.

7. მუდამ უყვირით ერთმანეთს

ის მუდამ ეჭვიანობს და ხანდახან მოგწონთ კიდეც ეს. გაცხარებულს თავადაც ხმამაღლა ეკამათებით და ბოლოს ორივე ხმამაღლა იწყებთ ყვირილს. ეს ნორმალური მოვლენაა. საერთოდ, არ კამათობენ ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ.

8. ერთად ყოფნას დროის უქმად ფლანგვას არ ეძახით

ზოგჯერ ისეთ განწყობაზე ხართ, რომ ყველაფერი გეზარებათ. შეგიძლიათ მთელი დღე ტელევიზორს უყუროთ, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ხართ. ასეთ დროს კი დაკარგულად არასდროს მიიჩნევთ.

9. მუდამ გიჩნდებათ კითხვები 

მუდამ უამრავი კითხვა გაქვთ, მუდამ ყველაფერს მას ეკითხებით და ისიც ყველაფერზე მშვიდად გპასუხობთ? გილოცავთ, თქვენ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი.

10. მუდამ თავს ახსენებთ

რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში – ცუდიც და კარგიც, მუდამ ატყობინებთ. ურეკავთ, ემესიჯებით, ეჩატავებით. ის მუდამ თქვენი საქმეების კურსშია.

11. გეშინიათ მისი

იცით, რომ ადამიანი, რომელი გიყვართ და რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა, ერთ დღესაც შეიძლება დაკარგოთ, გიღალატოთ. იცით, რომ ამ ადამიანს შეუძლია ყველაზე საშინელი ტკივილი მოგაყენოთ ცხოვრებაში. გეშინიათ, როცა ცუდ ხასიათზე ხედავთ; ეჭვიანობთ, როცა უჩვეულოდ დაფიქრებულს ხედავთ. მუდმივი შიში გაქვთ, რომ სხვას, თქვენზე უკეთესს არ შეხვდეს, არ მიგატოვოთ. უმისოდ ცხოვრების გეშინიათ. თუ გსურთ, შიშები გაგიქრეთ, უბრალოდ, უნდა გადაიყვაროთ იგი…

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები