„არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ბევრად პროგრესულად აზროვნებენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი „ბაბულიკები“

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ბოლო წლებში ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნება და არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს საზოგადოებაში, მას როგორც დადებითად აფასებენ, ასევე საჯაროდ გმობენ ჩვენი თანამოქალაქეები,

Yellowblog.ge-მ ჩაატარა ქუჩის გამოკითხვა, თუ რა აზრის არის ხალხი ამ თარიღთან და ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით,

 

Yellowblog.ge კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:

სალომე ჯაჭვლიანი, 35 წლის:

ზუსტად არ ვიცი ვინ რას ერჩის მათ არ ვიცი, მაგრამ სექსუალური უმცირესობების უფლებების რომ არ უნდა იყოს მეტისმეტად დაცული, ეს ჩემი აზრია. მათ არ უნდა მიეცეს უფლება ქუჩაში გამოსვლის, აქციების ჩატარების და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გრძნობების გამოვლენის! საშინელებაა…

მაგდა სიხარულიძე, 18 წლის:

თუ ლგბტ-ების უფლებები დაცული იქნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ისინი საკმაოდ შეგნებული ადამიანები არიან და კარგად ესმით სად როგორ მოიქცნენ. ევროპა რომ გვინდა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის უფლებებს პატივი ვცეთ.

ლალი, 28 წლის:

ამასთან დაკავშირებით როგორც ვიცი კანონიც მიიღეს, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს კანონი მაინცდამაინც მისაღები არ არის, თუმცა, როგორც გადავხედე, საუბარია ზოგადად ადამიანის უფლებებზე, მათ დაცვაზე, მათ შორის სექსუალურ უმცირესობებზე. იყოს კანონი, უბრალოდ თავს უფლება არ უნდა მისცენ ქუჩაში გამოვიდნენ. პიდარასტების ყურება არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არავის სიამოვნებს.

გიგი, 27 წლის:

რა უფლებების დაცვა ჭირდებათ ვინ ავიწროვებს ან აწუხებს, პირიქით ძალიან გაბლატავდნენ, თუმცა მათ რომ ქართველი ხალხი მიხედავს და თავზე არ დაისვამს ფაქტია.

ნინო ჩხენკელი, 56 წლის:

თავზე როგორ უნდა დაისვას ქრისტიანმა ადამიანმა ჰომოსექსუალი? როგორ უნდა დაჯდეს სუფრაზე მასთან ერთად და სადღეგრძელო დალიოს ქვეყნის, პატრიარქის, დედის, ქალის?!

თორნიკე კუკავა, 47 წლის:

რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, მათ კარგად იციან, საქართველოში გაუჭირდებათ ბოგინი. ამიტომ, თავისთვის ჩუმად არინან, ისევე როგორც აქამდე იყვნენ!

პაატა, 23 წლის:

პიდარასტები საქართველოში საკმაოდ ბევრია და ვერაფრით შეებრძოლები. ამიტომ, კანონი მიიღეს, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მათი ამ ნიშნით დისკრიმინაცია. არამხოლოდ პიდარასტების, არამედ ყველა სხვა ადამიანის, განურჩევლად სქესისა, სოციალური მდგომარეობისა, ასაკისა თუ სხვა სტატუსისა. კანონმა ბევრი არაფეირ შეცვალა, უბრალოდ ადამიანები უფრო დაცულები გახდნენ, მათ შორის პიდარასტებიც!

მაია 60 წლის:

სექსუალური უმცირესობები ყველა საუკუნეში არსებობდნენ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ სიჩუმის ფასი. ქართველები პარპაშს არ აპატიებენ!

ლევან კალანდია, 59 წლის:

ჰომოსექსუალები ისევე ცხოვრობენ, როგორც აქამდე, მაგრამ რაც ეს რარაც კანონი მიიღეს, მათი დისკრიმინაციის შემთხვევაში იციან, რომ კანონი დაიცავს, რაც აქამდე არ ხდებოდა სამწუხაროა, რომ მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან დღეს ჩუმად არიან, ხვალ შეიძლება მოქმედებაზე გადავიდნენ. შესაძლოა, ქუჩაში გამოვიდნენ, მოაწყონ მიტინგები, გააფუჭონ ახალგაზრდობა! ისე იყვნენ  თავისთვის, მე ნუ შემიშლიან ხელს და არც მე შევუშლი…

სალომე, 24 წლის:

მე მყავს რამდენეიმე არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი ბიჭი, რომლებთან ურთიერთობაშიც ვხვდები, რომ ბევრად პროგრესულად აზროვნებენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი „ბაბულიკები”.ისინი საკმაოდ განათლებულები და ჩამოყალიბებულები არიან. იციან ურთიერთობების, შრომის, განათლების და ერთმანეთის ფასი. კარგია რომ დღევანდელ საქართველოში ისინი დაცულები არიან!

 

ნიკოლოზი, 30 წლის:

წარმოუდგენელია მათ რამე ზედმეტი გაბედონ ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აზროვნებენ და საკუთარ ტრადიციებს დაიცავენ. იმედია ვერაფერს გაბედავენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაშ ჯერ კიდევ არის ხალხი რომელსაც ტრადიცია, რელიგია და სიწმინდეები ყველაფერს ურჩევნია და ზედმეტად არ გააპარპაშებენ…

ნანა, 46 წლის:

არაფერია ცუდი იმაში, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა,ორიენტაციისა თუ რელიგიისა მშვიდად ცხოვრობდეს და რომ გვინდა ევროპა, მაშინ რაღაცეებს შევეგუოთ…

გიორგი ბეჟუაშვილი, 40 წლის:

ხალხი უნდა დავდგეთ მაგრად, ერთმანეთის გვერდით, სწორ პოზიციაზე, რომ თავზე არ გადაგვიარონ. იყვნენ თავისთვის, ხომ ვიცით რომ არსებობენ, თავზე ნუ დაგვახსდებიან!

Yellowblog.ge 

მსგავსი სიახლეები

კომენტარები