სექსოლოგის კვლევა – რა სჭირდებათ წყვილებს ბედნიერებისთვის – ბევრი თუ კარგი სექსი?

კვირაში საშუალოდ რამდენჯერ აქვთ წყვილებს სექსი? – ეს ის კითხვაა, რომელიც წყვილთა უმრავლესობას მუდმივად აინტერესებს, მაგრამ პასუხი არავინ იცის.

წამყვანი სექსოლოგი კი ირწმუნება, რომ წყვილების უმრავლესობას სექსი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ აქვთ. დოქტორ ჰარი ფიშის მტკიცებით, ადამიანთა უმრავლესობას სექსის ეს რაოდენობა არ აკმაყოფილებს.

ამასთან, სექსოლოგის თქმით, მამაკაცების 45% ორგაზმს 2 წუთში აღწევს, ქალების უმრავლესობას კი ამისათვის 5-დან 7 წუთამდე სჭირდებათ.

ჰარი ფიში ამბობს, რომ საშუალოდ, მამაკაცს ერექცია დღეში 11-ჯერ აქვს. ხოლო ახალგაზრდა კაცისთვის სექსის დღეში რამდენჯერმე ქონა ნორმალური მოვლენაა.

ექიმი საკუთარი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, აცხადებს, რომ 25-30 წლამდე ასაკის წყვილების უმრავლესობა სექსით უფრო ხშირადაა დაკავებული, ვიდრე 30 წელს ზემოთ. ეს მაჩვენებელი პირველ შემთხვევაში შეიძლება დღეში რამდენიმე აქტს მოიცავდეს, ასაკის მატებასთან ერთად კი, კვირაში 2 ან 3 აქტამდე შემცირდეს.

სექსოლოგი ასევე დასძენს, რომ გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს არა იმას, თუ რამდენჯერ აქვს წყვილს სექსი, არამედ იმას, თუ რამდენად კარგი სექსი აქვთ.

“წყვილთა უმრავლესობის ბედნიერებისთვის სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,” – ამბობს დოქტორი ჰარი ფიში.

მისი კვლევით, ასევე დადგინდა, რომ წყვილთა უმრავლესობას ორგაზმისთვის საშუალოდ, 7-8 წუთი სჭირდებათ. ამასთან, იმ მამაკაცებს, რომელთაც ორგაზმის მისაღწევად 2 წუთზე ნაკლები სჭირდებათ, დოქტორი ჰარი ფიში ექიმთან მისვლას ურჩევს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები