„ცა მეტია, ვიდრე ცამეტი“

ცა მეტია, ვიდრე ცამეტი – ამ ლოზუნგის ქვეშ 15 ივლისს სპორტის სასახლეში, 13 ივნისის სტიქიისშედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ქართველი მუსიკოსები გაერთიანდნენ.საქველმოქმედოკონცერტი “სუხიშვილებმა” გახსნეს. შემდეგ კი სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა შემსრულებლებიენაცვლებოდნენ. კონცერტს პირდაპირ ეთერში აშუქებდა 3 ტელევიზია : იმედი , ჯი-დი-ესი დასაზოგადოებრივი მაუწყებელი. მასში 20-ზე მეტი ქართველი როკ და პოპ შემსრულებელიმონაწილეობდა. ყველაზე დიდი ოვაციები კი ბრიტანული როკ-ჯგუფის “Uriah heep” – ის გამოსვლასმოჰყვა. ჯგუფმა საქაველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ტურნე გადადო და მარათონშიუფასოდ ჩაერთო. სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება დაზარალებულებსდახმარებოდა. მთლიანობაში მარათონის შედეგად 1 200 000 ლარზე მეტი შეგროვდა და ის მთლიანადსტიქიის შედეგად დაზარალებულებს გადაეცემათ.

დავით საყვარელიძე: ბევრი ადამიანი დაზარალდა 13 ივნისს წყალდიდობის გამო და გვინდოდაგამოგვეხატა ამ ადამიანებისსადმი მხარდაჭერა. გავაკეთეთ საქველმოქმედო კონცერტი საიდანაშემოსული თანხა მთლიანად მათ გადაეცემათ.ძალიან ბევრმა ქართველმა მუსიკოსმა,რომლებიც ახლაქვეყნის გარეთ მოღვაწეობენ ვიდეო მიმართვები ჩაწერე და გამოაგზავნეს.

დვით ლომიძე: დღეს არის კონცერტი რომელიც ეძღვნება 13 ივნისს დაზარალებულებს. თავის დროზენიჩაბიც გვეჭირა, მაგრამ ახლა გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც მუსიკოსებმა. მაქსიმალურადვცდილობთ დავეხმაროთ.

ზაზა ხუციშვილი :ძალიან სასიამოვნოა რომ ტარდება კარგი როკ კონცერტი და აქედან შემოსული თანხაგადაეცემათ გაჭირვებულ ადამიანებს. ალიან მნიშვნელოვანია,რომ მოვიდნენ ადამიანები და საკმარისითანხა შეგროვდეს. ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმა.

დათო ევგენიძე : სამ სიტყვას ვიტყვი : საქართველო, სიყვარული, თავისუფლება. ეს ხდება დღეს.

სოფი ვილი :მიხარია, რომ ვარ ამ მოძრაობის ნაწილი. ამ სტიქიამ ბევრი რამ შეცვალა საზოგადოებაში.საზოგადოება ერთიანია. კარგია, რომ ყველას შეუძლია დახმარება. ყველას შეგვიძლია ხელები ჩავკიდოთერთმანეთს და ვთქვათ, რომ თბილისი გადარჩება.

ნიკუშა შენგელაია : ჩემი და ჩემი მეგობრების იდეა იყო დავხმარებოდით ხალხს, ვისაც ახლა სჭირდებადახმარება.ხელოვანმა ხალხმა გადაწყვიტა თავის სიტყვა ეთქვა.ბევრი ადამიანი ჩაერთოღონისძიებაში.მთავარია სურვილი იყო კეთილი და როცა სურვილი კეთილია რაღაც ყოველთვისგამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები