საკო – მოხალისე №13

ცამეტზე, რომ წერო უნდა იყო 13. მე ცამეტი ვარ და „ცა მეტია, ვიდრე 13“. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ეს რიცხვი. ჩვენ ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ, ახალი ცამეტისაკენ!
პირველი მოთხრობა… პირველი პრემია… პირველი სამსხური… ის პირველი „ისტორია“…და კიდევ ბევრი-ბევრი პირველი ეკუთვნის ჩემ 13-ს.
და იყო 13 ივნისიც… ჩემთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული 13, როცა თბილისი დაიფარა წყლით და შეიღება წითლად… ეს ისე მშრალად და 2 სიტყვით, თორე ძნელია ის დღე და ემოცია შავად თეთრზე სრულად გადმოსცე. 13 ივნისს მეც გარეთ ვიყავი, მეგობრებთან ერთად და წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩვენ გვერდით, ქუჩაში ბეგი დაიარებოდა. მეორე დღეს კი ქუსლები – ბოტებმა შეცვალა; სუნამო – ტალახმა და მე ვიყავი ბედნიერი! მე ვიყავი მოხალისე №13!

დღეს სულაც არ არის 13, მაგრამ დღევანდელი, 15 ივლისის საღამო სპორტის სასახლეში დაგეგმილი საქველმოქმედო საერთაშორისო აქცია-კონცერტი სახელწოდებით – „ცა მეტია, ვიდრე 13“, 13 ივნისს მომხდარი, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად იმართება. უამრავმა ადამიანმა ჩადო დიდი შრომა და რესურსი ეს პროექტი, რომ შემდგარიყო. ეხლა, კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული მოხალისეებო! 🙂

ჩემმა (თქვენთვის ალბათ გაუგებარმა) სიყვარულმა ცამეტისადმი ეს ფრთიანი ლოგო შემაქმნევინა… ფრთები იმიტომ, რომ ჩვენ გავფრინდებით! 🙂 კიდევ ერთი ჩემი ცხოვრების 13… ალბათ, კიდევ ბევრ ლოგოს შევქმნი, მაგრამ „თბილი-სი ცა მეტია“ ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად დარჩება. იმიტომ, რომ ის ცამეტია… იმიტომ, რომ ჩვენ გავფრინდებით! 🙂

P.S. ტერდეკაფობიით შეპყრობილები ნუ წაიკითხავთ! 🙂 “Ups”… ეს ალბათ დასაწყისში უნდა დამეწერა… რა მნიშვნელობა აქვს?! 🙂 თქვენ უკვე წაიკითხეთ და 13-ის შიშიც დაძლიეთ. ნუ შეგეშინდებათ იმის, რაც უზომოდ მიმზიდველია და მოდით დღეს სპორტის სასახლეში 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტ-აქციაზე! 🙂
მოდით, კიდევ ერთხელ გავხდეთ მოხალისეები!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები