ჭკვიანი ცოლის შვიდი საიდუმლო – ის, რაც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს

1.გაახმაურე შენი მოლოდინები და სურვილები

შენს გვერდით მყოფი მამაკაცი ყოველთვის ვერ მიხვდება, რას მოელი მისგან. ისევე, როგორც არ ესმის, რატომ გაბრაზდი და რამ გატკინა გული.

2. ნუ აიძულებ, შეიყვაროს შენი დაქალები

თუ თქვენთან ერთად სამზარეულოში ყავის დალევა სიამოვნებას არ ანიჭებს, ძალიანაც კარგი. სხვადასხვა სამეგობრო წრე ჯობია. არ გირჩევნია, დაქალებთან მარტომ გაატარო მხიარულად დრო? ქმრის ძმაკაცების გვერდით მოწყენას ყოველთვის მოასწრებ.

3. ხშირად ჩაეხუტე

ზოგჯერ ერთ ჩახუტებას მეტის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სიტყვებს. ჩახუტება არა მარტო აახლოვებს, სულიერ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას ანიჭებს. ასე უფრო აშკარად ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ და ესმით ჩვენი.

4. არასოდეს მოაწყო “გარჩევები” ძილის წინ

ჯერ ერთი, რაც არ უნდა კარგი დღე იყოს, ცუდი დასასრულით საბოლოოდ გააფუჭებ. მეორეც – ხომ იცი, ის, რაც საღამოს საშინელება გგონია, დილით უმნიშვნელო ჩანს, თავად გაგიკვირდება, რომ მასზე ნერვიულობას მთელი ღამე შესწირე.

5. დაივიწყე წარსული

ყველას აქვს ურთიერთობაში სიძნელეები. თუ კაცმა ერთხელ რაღაც “მიჰქარა” და შენ აპატიე, ნუღარ შეახსენებ, რა ღორულად მოიქცა და შენ როგორ დიდსულოვნად მიუტევე.

6. ყოველთვის მოიცალე, რომ ერთად გაატაროთ დრო

საყვარელი კაცისთვის დრო აუცილებლად უნდა გქონდეს. მნიშვნელობა არა აქვს, ამ დროს სექსით იქნებით დაკავებული თუ ყვავილების გადარგვით, მთავარია, რაიმე ერთად აკეთოთ.

7. არ დაფარო მადლიერების გრძნობა

შეგისრულა ის, რასაც სთხოვდი? თუ გულწრფელად გადაუხდი მადლობას, მეორედ უფრო მეტ სურვილს შეგისრულებს. ხშირად უთხარი “მადლობა” და ეს გულიდან უნდა მომდინარეობდეს. განა არ იმსახურებს?

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები