რატომ მოსწონთ ქალებს „Dadbody“ მამაკაცები?

0
69

რა საერთო აქვთ საიმონ ქოველს, ჯეისონ სეგელსა და ლეონარდო დიკაპრიოს? როგორც უცხოური მედია წერს, ისინი „დედბოდის”  საუკეთესო მაგალითები არიან.

კუნთმაგარი მამაკაცების პარალელურად მსოფლიოში ახალი ტენდენცია იკიდებს ფეხს.

ნავარჯიშევი, მაგრამ ოდნავ ღიპიანი, მოშვებული სხეულის მქონე მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველები ხდებიან.

რატომ მოსწონს ქალებს ოდნავ ღიპიანი მამაკაცები, რა თქმა უნდა კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

„ძალიან სასიამოვნო, მიმზიდველი და სექსუალურია, როდესაც მამაკაცი თავისი სხეულით გეუბნება,რომ ის უარს არ ამბობს ლუდზე, გემრიელ საჭმელზე და თან იშვიათად შეივლის ხოლმესპორტდარბაზში.” – წერენ ქალბატონები.

და მაინც, რატომ მოსწონთ ქალებს „ფერხორციანი” მამაკაცები:

1. როდესაც თქვენ გვერდით ასეთი მამაკაცია, მასთან შეჯიბრის სურვილი არ გიჩნდებათ. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ როცა გინდათ და რამდენიც გინდათ. თან არც სირცხვილის გრძნობა შეგაწუხებთ, რადგან დარწმუნებული ხართ, როდესაც გემრიელად მიირთმევთ, თქვენი პარტნიორი ამ დროს სპორტდარბაზში არ იმყოფება.

2. ასეთი სხეულის მქონე მამაკაცის ჩახუტება ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კუბიკებიანი მუცლის მქონე სპორტდარბაზის მონის.

3. არასოდეს შეგშურდებათ მისი სხეულის და თქვენი ზედმეტი კილოგრამების გამო ვერც შენიშვნას მოგცემთ, რადგან საკუთარი კილოგრამებზე ფიქრიც ეყოფათ.

4. „დედბოდი” სხეულის მქონე მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა და მასთან სასაუბრო თემა მხოლოდ ტრენაჟორები და დიეტები არ არის, რადგან მთელი მისი ყურადღება სხეულის იდეალურ ფორმებზე არ არის მიმართული.

5. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცთან ერთად მიირთვათ პიცა, შოკოლადები, ნაყინი და უამრავი გემრიელი საკვები ისე, რომ ამ პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ, რადგან მას მიღებული კალორიები არ შეაწუხებს და არც წუწუნს დაიწყებს.

6. და ბოლოს, ისინი არასოდეს დაიწუწუნებენ თქვენს პატარა მკერდზე, რადგან მათ თავიანთი მკერდი აქვთ.