FACEBOOK სტატუსი: თუ გადავეყარეთ ტირანოზავრს, ესე იგი კიდევ მივიღეთ სპეციფიური ნივთიერება. (არ ვურეკავთ 112. დაგვიჭერენ. თან გაივლის.)

,,ფეისბუქის” მომხმარებელი ირა ჭელიძე მეგობრებს რჩევებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში თუ ნტაცებელს შეხვდებიან.

“ვინაიდან და რადგანაც მედიაში რატომღაც ირინა სარიშვილი ზის და არავინ ლაპარაკობს საქმის არსზე, ვინაიდან და რადგანაც არც ერთი კომპეტენტური ორგანო არ აქვეყნებს გაიდებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მტაცებელს თუ გადაეყრება, ამიტომ მე ავიღებ ჩემს თავზე ამ ამბავს და აქ დავწერ.

ფაქტიურად და ფუნქციურად ვითავსებ მინდია ჯანელიძობას და ბარემ ბოლომდე:

მაშ ასე:

1. ბნელ სარდაფებში, მურაბებზე, არაყზე, ღვინოზე და ლურსმნებზე არ ჩავდივართ სანათის და ძაღლის გარეშე. ორივე უნდა თან გვქონდეს. თუ ძაღლი ან სანათი ან ორივე ერთად არ გვაქვს, არ ჩავდივართ და ვძლებთ უღვინოდ, უმურაბოდ, ულურსმნოთ.

2. გადავეყარეთ დათვს. ვდგებით მშვიდად, თავს ვხრით და ვიღებთ მორჩილების პოზას. არ ვინძრევით. არ ვყვირით. ძალიან ჩუმად მობილით ვუხმობთ დახმარებას. მაქსიმალურად ნელი მოძრაობებით. ეს ზრდის გადარჩენის შანსს.

2. გადავეყარეთ ვეფხვს. ვხდებით აგრესიულები, მივდივართ მასზე, ძალიან ხმამაღლა ვყვირით და ვღრიალებთ. ვუხმობთ საშველად. არ ვაქცევთ ზურგს და არ გავრბივართ. კატისებრი თავს ესხმის გაქცეულს. ყოველთვის. ამიტომ მხოლოდ ხმამაღალი შეტევა ზრდის გადარჩენის შანსს.

3. გადავეყარეთ ზოლიან აფთარს. ეს არის პატარა და მშიშარა. ხელებს პირში არ ვუყოფთ, მარა არ გვემართება ისტერიკა, უბრალოდ ვურეკავთ ზოოპარკს, ან 112.

4. მგელი არაა გაქცეული, მაგრამ, თუ მაინც გადავეყარეთ ვჯდებით და ვიღებთ მორჩილების პოზას. ვაძლევთ უფლებას დაგვყნოსოს. არ გავრბივართ, ხელებს არ ვიქნევთ.

თუ გადავეყარეთ ჩუპაკაბრას, ეგ არაფერი, ეგ რომელიმე არხის სპორტული კომენტატორი იქნება გაქცეული.

თუ გადავეყარეთ ტირანოზავრს, ეგ ან კავეაში ვართ ან კიდევ მივიღეთ სპეციფიური ნივთიერება. (არ ვურეკავთ 112. დაგვიჭერენ. თან გაივლის.)

თუ ვხედავთ ტარაკნებს ან არაყის პერედოზია, ან ანტისანიტარია.

ესაა ჩემი კომენტარი:)”

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები