დღის facebook სტატუსი – ასეთი მაგარი მამა მყავს მე, რომელიც ძალიან მეამაყება!!! ) და სულაც არ არის ყველა ტაქსისტი სალანძღავი!!!

რედაქტორისგან – უკანასკნელ დღეებში სტიქიის, მოხალისეების და სამოქალაქო გმირობის შესახებ უამრავი სტატუსი და ტექსტი ქვეყნდება, ამასთანავე უმეტესობა მათგანი ტაქსის მძღოლებს ლანძღავენ, შესაძლოა მართლაც ვიღაც დახამდა და ვიღაც გაწუწკდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს თემა ყველას არ ეხებოდა, მართალიც აღმოვჩნდი, სოციალურ ქსელში ერთ სტატუსს წავაწყდი სადაც პირიქით ფაქტია ნაამბობი, მართალია ავტორს არ სურს რომ პოსტის მთავარმა გმირმა ეს ამბავი გაიგოს, მაგრამ რადგან პოსტი სოციალურ ქსელში საჯაროა თავს უფლება მივეცი თქვენტვისაც გამენდო, მე ამ ადამიანის რატომღაც მჯერა და მჯერა იმისაც რომ ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ…

“ერთი ამბავი მინდა გითხრათ და იმედია, სწორად გამიგებთ…


მამაჩემი მეორე ჯგუფის ინვალიდია, გული აწუხებს და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. ხანდახან გადის ხოლმე მანქანით და ტაქსაობს, მაინც ვერ ჩერდება სახლში უქმად… ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად გადიოდა სახლიდან მანქანით სატაქსაოდ, მაგრამ ფული არ მოჰქონდა არაფერი – მგზავრები არ მყავდაო, იძახდა. დღესაც რომ მოვიდა, ბავშვს მარტო ნაყინი მოუტანა და დედაჩემმა უსაყვედურა – თუ ხალხი არ არის, რაღატომ იკლავ თავს, რატომ გადიხარო… ხოდა, ბოლობოლო მამას წამოცდა: – დღეს ორი ახალგაზრდა ბიჭი წამოვიყვანე გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლებაზე, მითხრეს – 3 ლარს მოგცემთო და არაფერი მითქვამსო. მივიყვანე სადაც უნდოდათ და ფული რომ მომაწოდეს გაბრაზებულმა შევხედე – თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთო? თქვენ გაიხარეთ ასეთი მაგარი ბიჭები რომ ხართო და გადავკოცნე ორივეო. გაოცებული სახეებით მიყურებდნენო და მეუბნებოდნენ – შენნაირები კიდევ არსებობენო?..

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ეს ორი დღე ყველა ის მგზავრი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ უბნებთან უსხდებოდა მანქანაში, უფასოდ გადაჰყავდა… მე რომ არ ჩავძიებოდი წეღან, კიდე არ იტყოდა ამას…

აი, ასეთი მაგარი მამა მყავს მე, რომელიც ძალიან მეამაყება!!! ) და სულაც არ არის ყველა ტაქსისტი სალანძღავი!!! ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც და როგორც მას ეს შეუძლია!

პ.ს. – ახლა რომ გამიგოს მამაჩემმა, რომ ამ სტატუსს ვწერ, ძააააააან გამიბრაზდება )))) ხოდა, ამას თქვენ საიდუმლოდ გიყვებით )
მამა, მე შენ <3 “

123

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები