მოხალისის ჩანაწერები: გვერდზე სახლიდან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი გამოასვენეს და ჩვენ ვართ ქვა და რკინა…

ასობით ადამიანი ასუფთავებდა სახლებს სვანაძის ქუჩაზე. ოც-ოც კაციან ჯგუფებად დავიყავით დილით და თითოეულ სახლში გადავნაწილდით. ჯარია მობილიზებული და თითოეულ ჯგუფს ეხმარება 10 ჯარისკაცი.

ჩვენმა ჯგუფმა სამ სართულიანი სახლის მეორე სართული დაასუფთავა მეტრამდე სიმაღლის მიწისგან, 5 ოთახი. პირველ სართულს ვერც მივეკარეთ, მეორემდე მთლიანად მიწაშია ჩაფლული.

სამუშაოს სიმძიმეზე მეტად იმ ყველაფრის ნახვა იყო მძიმე, რაც დაგვხდა. არც ვიცი, ოდესმე თუ მოწესრიგდება იქაურობა.

საჭმლითა და სასმელი წყლით მუდმივად გვამარაგებდნენ, არ ვიცი ვინ, მაგრამ მადლობა. წყალი ყველაზე საჭირო რესურსია, თორემ საჭმელს ვერც ეკარები.
ახლა გავიდა ბოლო ნაკადი თამარაშვილიდან და მერე აღარ ვიცი, არიან თუ არა კიდევ საჭირო.

ჩვენს გვერდზე სახლიდან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი გამოასვენეს და ჩვენ ვართ ქვა და რკინა, თორემ არ ვიცი ისე როგორ არ კვდებიან ადამიანები ტკივილისგან. ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მუშაობას.

კიდევ, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქალებს კაცებზე ნაკლები არც ძალა აქვთ და არც შესაძლებლობები. ნიჩბებზე ზუსტად ისევე ვიმუშავეთ, როგორც მათ

ინტერნეტი არ მქონდა ამ დრომდე და შეტყობინებებზე ვერავის გიპასუხეთ.

სამუშაო არის კიდევ იმდენი, იმდენი, რომ მართლა არ ვიცი როდის მორჩება.

თინა ღვინიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები