მოვაჭრეები მორბოდნენ და დაზარალებულთათვის პარკებში საქონელს ძალით გვიტენიდნენ…

ნანუკა თორაძე მეგობართან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის ცენტრალურ მარკეტში (ე.წ. ბაზრობაზე) იმყოფებოდა და დაზარაებულთა დასახმარებლად ტანსაცმელა და ფეხსაცმელს ყიდულობდნენ.

ნანუკა სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ ისტორიას ჰყვება…

„დღეს მე და სალომე გოგოხია  ბაზრობაზე რომ მივედით დაზარალებულებისათვის ნივთების საყიდლად და გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდით, ყველა მხრიდან მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ საკუთარი დახლებიდან აღებულ საქონელს, რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ. ხვალაც მოდითო გვითხრეს, რაღაცეებს აგიგროვებთო და წაუღეთ ხალხსო. გული ამიჩუყდა,  რა ბედნიერი ვარ ამდენი კეთილი ადამიანი რომ არსებობს ამ ქვეყანაზე.”- წერს ნანუცა თორაძე.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები