ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პორნოფილმებით დაიწყეს

უმა თურმანი

uma

კვეტინ ტარანტინოს საყვარელი მსახიობი თავის პოპულარობას პორნოგრაფიულ ფილმებს უნდა უმადლოდეს. მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ის შენიშნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მწერალ ჰენრი მილერზე გადაღებულ ფილმში ,,ჰენრი და ჯუნი.’’ ფილმი გაჯერებულაი ეროტიული სცენებით, რის გამოც ის პორნოგრაფიაში შეიყვანეს. სეანსზე დასწრება კი, მხოლოდ 17 წელს ზემოთ მაყურებელს შეეძლო.

არნოლდ შვარცნეგერი

shvarcika

აშშ-ში ჩასული არნოლდ შვარცნეგერს თავდაპირველად პორნოგრაფიულ ფილმებში იღებდნენ. გარდა ამისა, ის მონაწილეობდა ,,ყველაზე დიდი მამაკაცური ღირსების’’ გამოსავლენ კონკურსში. საინტერესოა, უკვე ჰოლივუდურ ფილმებში გადაღების შემდეგ კი, შვარცნეგერი უარს ამბობდა თამამ სცენებში მონაწილეობაზე.

დემი მური

demi

დემი მური სხვა დამწყები მსახიობების მსგავსად, 18+ ფილმების გადასაღებ მოედნამდე უფულობამ მიიყვანა. ხელმოკლე ოჯახიდან გამოქცეულ გოგონას ფული ძალიან სჭირდებოდა.
იმის გამო, რომ ჩვეულებრივი პორნოგრაფიის შესარჩევ კასტინგზე დიმეტრია ჰაინსი (დემის ნამდვილი სახელი) ჩაფლავდა, ის იძულებული გახდა სამო-მაზოს სტილის პორნიოგრაფიაზე დათანხმებულიყო.
გადაღებებიდან მიღებული 10 ათასი დოლარი გოგონას უაზროდ არ დაუხარჯავს; მან გაიკეთა სხეულის კორექციის პლასტიკური ოპერაციები და დიმეტრი ჰაინსიც დემი მურად გადაიქცა.

სილვესტერ სტალონე

slai

,,რემბოსა’’ და ,,როკის’’ გვერდით, სილვესტრ სტალონეს პოპულარი ფილმების ჩამონათვალში შედის პორნოგრაფიული ფილმი ,,წვეულება კიტისა და სტადთან, ან იტალიელი ბედაური.’’ მისი გაკრიტიკება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც იმ პერიოდში მასაცვით რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილა. დამწყებ მსახიობს არ ჰქონდა საჭმლის ფულიც კი. ამიტომ, 200 დოლარი, რომელიც სტალონემ ამ ფილმისთვის მიიღო, მისთვის გრანდიოზული თანხა იყო.

სანდრა ბალოკი

sandra

სანდრა ბალოკიც ასევე იმ მსახიობებს შორის მოხვდა, რომლებიც უფულობამ აიძულა პორნოგრაფიულ ფილმებში მიეღო მონაწილეობა. ოფიციანტის ხელფასი ახალგაზრდა გოგონას სწავლასა და კვებაში არ ჰყოფნიდა, ამიტომ დაიწყო მსახიობობა პორნო ფილმებში, რომელთანაგნ ყველაზე ,,უწყინარი’’ იყო ,,ტკბილი ტუჩები.’’
როდესაც სანდრა პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი გახდა, პირველი რაც გააკეთა ეს იყო ის, რომ დაიქირავა დეტექტივების არმია. ამ უკანასკნელებმა მოიძიეს ყველა არსებული ფირი მსახიობის ,,სამარცხვინო’’ წარსულიდან, რომლებიც სანდრამ მათი მფლობელებისგან გამოისყიდა, შემდეგ ერთად დააგროვა და საკუთარი სახლის ეზოში დაწვა.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები