ვინ არის გოგო, რომელიც თბილისის ქუჩებში გამვლელებს კოცნას საჯაროდ “ურიგებს” და რა რეაქცია აქვს მის ქმარს სკანდალურ ვიდეოზე

ორი დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გამოჩნდა, სადაც თბილისის ქუჩებში, ახალგაზრდა გოგონა გამვლელებს პოზიტივის გამოხატვას კოცნით სთავაზობს. ვიდეორგოლი ტელეკომპანია “ჯი დი ეს”-მა გადაიღო და ის “ბინა 18”-ს ეთერში გავიდა. მედია სიუჟეტის მთავარი გმირით დაინტერესდა. თეკო მეზვრიშვილი 24 წლის არის და პროფესიით ფილოლოგია.

– ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ქართული ენის ფილოლოგი ვარ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ რომში გავემგზავრე, დანტე ალიგიერის უნივერსტეტში ჩავაბარე ფილოსოფიის განხრით დავამთავრე მაგისტრატურა. საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი.

– რატომ დაბრუნდი?
– თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. იტალიაში ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი, სწავლის პარალელურად ერთ-ერთ თეატრში ვთამაშობდი.

– როგორ მოხვდი “ჯი დი ეს”-ის ექსპერიმენტში და მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?
– ყველაფერი დაიწყო ჩემთვის ყველაზე დიდი ოჯახის, ტურინის იუვენტუსის ქართული ფანკლუბიდან. ფეხბურთით ვსუნთქავ. მე და ლაშა ბასლანძე ვართ მეგობრები და ბიჭებიც მისგან გავიცანი. “ბინა 18”-ს ბიჭებისგან მივიღე ეს შემოთავაზება. პროდუსერი ლაშა ბასლანძე ჩემი მეგობარია. შემდეგ მეუღლესთან ერთად განვიხილე ეს შემოთავაზება და დავთანხმდი. ჩემს მეუღლეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.

– ალბათ, ქართველი კაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მისი ცოლის მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობა…
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ქმნიდეს მენტალიტეტს და არა მენტალიტეტი ადამიანს.

– ვინ არის თქვენი ქმარი?
– ჩემი ქმარი პროფესიით ფილოსოფოსია, გატაცებულია კიბერტექნიკით და ჩემით. საფეხბურთო სკაუტია და მოღვაწეობს იტალიაში. ხან რომში ვცხოვრობთ, ხან თბილისში.

– ადვილად გთანხმდებოდნენ ამ ექსპერიმენტზე?
– კი, მხოლოდ გაღიმებული სახეები მახსენდება. რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ვინმე რომ გაბრაზებულიყო ან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამოეჩინა, დამერწმუნეთ ამას გადაცემაში ჩავსვამდით. საკმაოდ ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.

– სოციალურ ქსელებში ბევრი ცუდი შეფასება მოჰყვა ამ ექსპერიმენტს. რომელმა გამოხმაურებამ გაგაღიზიანა ყველაზე მეტად ან პირიქით?
– რთულია ჩემი გაღიზიანება. გართობით მხოლოდ “ფლეისთეიშენი 4” მართობს, სხვა ყველაფერი გამორიცხულია. არ აღმიქვია იმ დონეზე, რომ გავეღიზიანებინე ან გავერთე.
– შენი აზრით, რატომ გაუკვირდა ხალხს ეს ექსპერიმენტი?
– არ გაკვირვებია, უბრალოდ აფიშირებამ გამოიწვია გაღიზინება… უმრავლესობა იმავეს აკეთებს ყოველდღიურად. განსხვავება ის არის, რომ მე ეს შოუსთვის გავაკეთე და ყოველდღიურად ასე არ დავდივარ და მოწყალებას არ ვარიგებ.

– ასეთი რაღაცები რომ გვიკვირს ქართველების უმეტესობას, ეს მენტალიტეტის ბრალია თუ?..
– ცოტა გაუნათლებლობის, ცოტა მენტალიტეტის, ცოტა რელიგიური ფანატიზმის, ცოტა იმისაც, რომ ფიქრი გვეზარება და ეს ამდენი ფაქტორი მოქმედებს და აისახება ჩვენზე, მაგრამ რეალურად, გვიკვირს კი რამე? ცოტა მეეჭვება, ქართველებს რამე გვიკვირდეს.

– რატომ ფიქრობთ, რომ ერს აკლია პოზიტივი?
– ერს რომ პოზიტივი აკლია, ეს ამდენ ლანძღვასა და გინებაშიც აისახება… კოცნა ერთერთი დადებითი ჟესტია ურთიერთობების…

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები