7 ცნობილი უსიმპატიურესი მამაკაცი, რომლებმაც აღიარეს, რომ ცისფერები არიან

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ცნობილი მამაკაცის მიერ საკუთარი ჰომოსექსუალობის აღიარება პრესაში დიდი ხმაურის მიზეზი გახდებოდა და მის კარიერაზეც უარყოფითად იმოქმედებდა. ჩვენს დროში კი ორიენტაციის ცვლილება ვარსკვლავებისთვის კარიერულ გზაზე წინსვლას ხელს ნამდვილად აღარ უშლის და ერთადერთი, ვინც ამ დროს გაწბილებული რჩება, სიმპათიური და წარმატებული ვარსკვლავების ფანი ქალბატონებია.

გთავაზობთ ჩამონათვალს ყველაზე სასურველი, სიმპათიური და წარმატებული ცნობილი მამაკაცებისა, რომლებმაც აღიარეს საკუთარი ჰომოსექსუალობა და ჩვეულებრივად აგრძელებენ კარიერას.

1. რიკი მარტინი.

პუერტორიკოელი მომღერლისა და სექს-სიმბოლოს, რიკი მარტინის აღიარებამ შოკში ჩააგდო მისი თაყვანისმცემლები. მით უმეტეს, რომ ვარსკვლავი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით მსოფლიოს ულამაზეს ქალებთან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ნიღაბი იყო. 2010 წლის 29 მარტს მარტინმა სოციალური ქსელით ამცნო პუბლიკას, რომ ჰომოსექსუალია. ინტერვიებში მან აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია ხვდება კარლოს გონსალეს აბელს, ბირჟის მაკლერს, რომელთანაც დაქორწინებას აპირებს. თუმცა წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მომღერალი მარტო ზრდის ტყუპ ბიჭებს.

2. ადამ ლამბერტი.

ამერიკული სატელევიზიო შოუს “American Idol”-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მონაწილემ, ადამ ლამბერტმა ფინალამდე ერთი კვირით ადრე აღიარე, რომ ჰომოსექსუალია. ბევრი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სიახლის გამო დაიკავა ლამბერტმა პროექში მხოლოდ მეორე ადგილი. თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომღერლის კარიერაზე. მან წარმატებით ჩაწერა რამდენიმე სოლო ალბომი, მიიღო მონაწილეობა ტურში ჯგუფ Queen-თან ერთად სოლისტის ამპლუაში და გადაირეს სერიალში “ხელმოცარულები”. რაც შეეხება, პირად ცხოვრებას, ლამბერტი დიდი ხანია ცხოვრობს თავის მეგობართან, საული კოსკინენთან, რომელიც ერთ-ერთი ფინური ტელეპროექტის ვასკვლავია.

3. ტომ ფორდი

მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი ტომ ფორდი არასოდეს მალავდა თავის ორიენტაციას. იგი უკვე 30 წელია ცხოვრობს ჟურნალისტ რიჩარდ ბაკლისთან, რომელთან ერთად ზრდის ვაჟს.

4. ზაკარი კუინტო.

მსახიობმა, რომელმაც კომანდორ სპოკის როლი შეასრულა ფილმში “ვარსკვლავური გზა” და მანიაკი მკვლელი განასახიერა სერიალში “გმირი”, 2011 წელს აღიარა არატრადიციული ორიენტაცია. რამდენიმე წელიწადი იგი ხვდებოდა მსახიობ ჯონათან გროფს, თუმცა გასულ წელს ისინი დაშორდნენ.

5. მეთიუ ბომერი.

მომხიბვლელი ნიკ კეფრი სერიალიდან “თეთრი საყელო”, დიდხანს გაურბოდა ჟურნალისტების შეკითხვებს მისი ორიენტაციის შესახებ. დროთა განმავლობაში კი აღიარა, რომ რამდენიმე წელიწადია რეკლამის სპეციალისტთან, საიმონ ჰოლსთან ერთად ცხოვრობს და სამ შვილს ზრდის.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები