მარია შარაპოვას იდეალური სხეულის საიდუმლო

ჩოგბურთელი მარია შერაპოვა არა მხოლოდ სპორტულ ფორმაში, არამედ საცურაო კოსტუმშიც იდეალურად გამოიყურება. ჟურნალ Self Magazine-ს ახალი ნომერში შარაპოვამ დეტალურად გამოაქვეყნა საკუთარი რაციონი და მოყვა, როგორ ინარჩუნებს ბრწყინვალე ფორმას. მისი თქმით, უმთავრესი მის რაციონში ნახშირწყლებია.

“სპორტის ამ სახეობაში მთავარი ნახშირწყლებია, მაგრამ საჭიროა ბალანსის მოძებნა ნახშირწყლებსა და ცილებს შორის. დილას ხილით ვიწყებ, ტოსტით, რომელზეც თხის ყველს ვუსვამ და ლორის ნაჭერს ვაყოლებ. როდესაც ტურნირებში ვიღებ მონაწილეობას, ვცდილობ ალერგიული პროდუქტებისგან, მაგალითად ლაქტოზის შემცველი საკვებისგან თავი შორს დავიჭირო”.

სადილზე და ვახშამზე შარაპოვა უფრო კალორიულ საკვებს იღებს: “ძირითადად

ქათამს და სუფს ვჭამ. მე რუსი ვარ, რუსებს კი გვიყვარს სუფები. ვახშამზე თევზს, უფრო ხშირად ორაგულს ვეტანები, გარნირად ბრინჯს ან კარტოფილს ვიღებ”.

ჩოგბურთელმა აღიარა, რომ თამაშისას საკუთარ გარეგნობას არ აქცევს ყურადღებას. საკუთარ თავში დარწმუნებულია და მხოლოდ თამაშზეა ორიენტირებული. კორტზე გასვლისას მის კანზე ერთი გრამი კოსმეტიკაც კი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები