ვარსკვლავების უცნაური სექს-აღიარებები (+ გიფები)

სექს-სიმბოლომ სექსზე ყველაფერი უნდა იცოდეს; ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც. ამის მტკიცებულებად ჩვენ შევაგროვეთ ვარსკვლავების ციტატები, რომელთაგან ბევრი ნამდვილად გაგაოცებთ.

საკუთარი თავის მიმართ სიყვარული

“ნუ უგულებელყოფთ მასტურბაციას, რამეთუ ეს არის სექსი იმასთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ”, – ვუდი ალენი, რეჟისორი.

“რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მასტურბირებას, მით უკეთ აეწყობა მისი სექსუალური ცხოვრება. მაგალითად, მე ბევრი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მივდგომოდი საკუთარ თავს საჭირო კუთხით. სპეციალურ წიგნებსაც კი ვკითხულობდი და სარკის წინ შიშველიც ვდგებოდი, რათა საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში მოვსულიყავი”, – კიმ კეტროლი, მსახიობი.

კარგზე
“სექსი მანქანაში! როცა გსურს, რაღაც გიჟური და არანორმალური ჩაიდინო, მანქანის უკანა სავარძელი – ეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ამის გასაკეთებლად”, – სკარლეტ იოჰანსონი, მსახიობი.

“მანქანაში უნდა გქონდეს ყველაფერი აუცილებელი: ტუჩსაცხი, სუნამო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი… რადგან უქუსლო ფეხსაცმლით ვერავის მოხიბლავ” – კარმენ ელექტრა, მსახიობი.

“მოგწონს საკუთარი თავის ცქერა? გახდი ეკრანის ვარსკვლავი! დააყენე კამერა, მიუერთე ის ტელევიზორს – და ნახავ, როგორ გამოიყურები გვერდიდან”, – კელი ბრუკი, მსახიობი.

“საუკეთესო მეთოდი, აჩვენო პარტნიორს, რომ მასთან თავს კარგად გრძნობ, – არის, გქონდეს რეაქცია მის ყველა შეხებაზე. მამაკაცისთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს!” – კიმ კეტროლი, მსახიობი.

“მე მომწონს სცენისთვის გამოპრანჭვა… და საძინებელი რით არის სცენაზე ნაკლები?” – ფერჯი, მომღერალი.

ღირსებებზე
“თავი დაანებე საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბარს. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას გამუდმებით ქალები. თუკი ვიღაც დარწმუნებულია, რომ ლამაზი უკანალი გაქვს, დაანებე თავი, ნუ დაუმტკიცებ საწინააღმდეგოს! სექსუალური იმ შემთხვევაში ხარ, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, – აი, რატომ უნდა აცდუნო პირველ რიგში საკუთარი თავი, შემდეგ კი დანარჩენები”, – დიტა ფონ ტიზი

“რაც უფრო ხშირად გაქვს სექსი, მით უფრო გასაგები ხდება, რა არის კარგი და რა ცუდი. საუკეთესო სექსი – არის ის, როცა სრულიად მოშვებული ხარ და არ გეშინია ექსპერიმენტების. მნიშვნელოვანია, მოსინჯო ხან ერთი, ხან მეორე და ეცადო, შექმნა ატმოსფერო, რომელშიც ორივე თავს კომფორტულად იგრძნობთ”, – შაია ლაბაფი, მსახიობი.

“ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწურული ვარ, როგორც ჩირი; როცა ვთამაშობ – მანგო ვარ; ხოლო სექსში მინდა ვიყო ისეთი წვნიანი მანგო, რომლის წვენიც ხელებზე ჩამოგდის”, – ტორი ამოსი, მომღერალი და პიანისტი.

“მე არ ვისწრაფვი, ვიყო სექს-ბომბა. უბრალოდ, მე სექს-ბომბა ვარ”, – კაილი მინოუგი, მომღერალი.

სექსუალურობაზე
“ზედმეტი წარმოდგენა არ იქონიო საკუთარ თავზე – აი, რა არის სექსუალურობა. მნიშვნელობა არ აქვს, მორიდებული ხარ თუ პირიქით – ენერგიით სავსე. აი, როგორც თავის მოჩვენებას დაიწყებ, ეს მაშინვე შესამჩნევი ხდება და გამაღიზიანებელი”, – კამერონ დიასი, მსახიობი.

“ჩემი აზრით, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ქალი, რომელიც ტყავიდან ძვრება იმისათვის, რომ სექსუალურად მოაჩვენოს თავი გარშემომყოფებს”, – კრისტიან ბეილი, მსახიობი.

“ძალიან სექსუალურად მეჩვენება, როცა ქალს აცვია თავისი საყვარელი მამაკაცის მაისური და ტრუსები”, – კელვინ კლაინი, დიზაინერი.

“მომწონს კლუბებში სიარული და ცეკვა. სწორედ იქ ვგრძნობ თავს ნამდვილად სექსუალურად – და უბრალოდ კი არ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, რომ ასეა!” – სანდრა ბალოკი, მსახიობი.

“შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე სექსუალურია – იჯდე სახლში მყუდროდ და მშვიდად: იჯდე სახლში ადამიანთან, ვისაც შენსავით უყვარს შინ ყოფნა”, – ჯენიფერ ლოპესი, მომღერალი.

“სექსუალური მიმზიდველობა – ეს არის 50% ის, რაც სინამდვილეში გაქვს და 50% ის, რასაც ადამიანები თვლიან, რომ გაქვს”, – სოფი ლორენი, მსახიობი.

“საცვლები ძალიან სექსუალურია… სიმართლე რომ ვთქვა, თავისუფლად შემიძლია წავიდე პაემანზე ტოპითა და ფეხშიშველი, მაგრამ ამასთან, ვთვლი, რომ ქალს გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი კარგი ქუსლიანი ფეხსაცმელი. ისე რომ ვთქვათ, სექსისთვის საჭიროა, მხოლოდ და მხოლოდ ბრეტელებიანი მაისური და მაღალი ქუსლები” – ჰოლი ბერი, მსახიობი.

უცნაურობებზე
“გოლფი – სექსუალური თამაშია. მისი ამოცანა ხომ ბურთის პატარა ორმოში ჩაგდებაა!” – ჯასტინ ტიმბერლეიკი, მომღერალი.

“როცა 8 წლის ვიყავი, ჩემი საყვარელი წიგნი იყო “ყველაფერი, რაც მინდოდა მცოდნოდა სექსის შესახებ, მაგრამ შეკითხვის მეშინოდა”. თუმცა, მე შეკითხვის არ მეშინოდა”, – დრიუ ბერიმორი.

“თქვენ ახალგაზრდები ხართ, მთვრალები ხართ ლოგინში, თან გაქვთ დანები – ყველაფერი შეიძლება მოხდეს…” – ანჯელინა ჯოლი, მსახიობი.

“ადამიანებს შეუძლიათ ჩაატარონ ყველანაირი ექსპერიმენტი სექსში– მთავარია, არ დაეცეს თხებთან მცდელობამდე”, – ელტონ ჯონი, მუსიკოსი.

“სექსუალურად მეჩვენება მამაკაცის პატარა ღიპი. რა თქმა უნდა, არა ლუდით გაბერილი დიდი მუცელი, არამედ პატარა ღიპუცა”, – სანდრა ბალოკი, მსახიობი.

“უარს არ ვიტყოდი ქალ პარტნიორზეც. ოლივია უაილდი იმდენად სექსუალურია, რომ როცა მას ვხედავ, შემიძლია შიშველი ხელებით დავახრჩო მის თვალწინ მთის ჯიქი! ეს ქალი სასწაულია!” – მეგან ფოქსი, მსახიობი.

სათამაშოებზე
“ჩემი ვიბრატორია – ცხოვრების ბობოქარ ზღვაში ჩაშვებული ღუზა! მოდელი “პეპელა” – ყველას ვურჩევდი”, – მისი ელიოტი, მომღერალი.

“ერთხელ მელ ბიმ ვიბრატორი მაჩუქა და უნდა ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საჩუქარია, რაც კი მქონია”, – ემა ბანტონი, მომღერალი.

“მე ორი სათამაშო მაქვს. განსაკუთრებით მომწონს “ბაჭია”. მას ხშირად ვჩუქნი ჩემს დაქალებს დაბადების დღეებზე და სხვა დღესასწაულებზე. ორგაზმი – ხომ საუკეთესო საჩუქარია”, – ევა ლონგორია, მსახიობი.

მთავარზე
“ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ფანტასტიკურ სექსს და ნაკლებზე, უბრალოდ, არ უნდა დავთანხმდეთ! ჩვენ ხომ ასე ბევრს ვშრომობთ”, – კეტრინ ჰეიგელი, მსახიობი.

მხიარულზე
“ქალმა შეიძლება გააკეთოს ორგაზმის იმიტაცია. სამაგიეროდ, მამაკაცები იმიტირებენ ურთიერთობებს”, – შერონ სტოუნი, მსახიობი.
“სექსი – ეს არის ყველაზე მშვენიერი და ბუნებრივი რამ იმათგან, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება”, – სტივ მარტინი, კომიკოსი.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები