რა მოხდება მომავალში? 10 რამ რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის

როგორი იქნება მსოფლიო მომავალში? სად ვიცხოვრებთ, რას შევჭამთ? სად დავიძინებთ? როგორ ვიმუშავებთ? თუ თქვენ ჰკითხავთ ამ ფუტურისტული კონცეპტის შემქმნელებს,  გაკვირვებულები დარჩებით მათი პასუხებით.  გაეროს მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 54% ქალაქებში ცხოვრობს და 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 66%-მდე. ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა იზრდება 2.5 მილიარდი ადამიანით და ემატება უკვე არსებულ შვიდ მილიარდს, შესაბამისად, საერთო მაჩვენებელი 10 მილიარდამდე გაიზრდება. სად იცხოვრებს მოსახლეობის ეს ოდენობა? თქვენს წინაშეა 10 კონცეპტუალური პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება გააუმჯობესოს.

მოქცევის სახლი

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავლის სახლი, რომელიც მხოლოდ ოკეანის ტალღებით ცხოვრობს? დიზაინერმა და არქიტექტორმა მარგო კრასოჟევიჩმა წარმოადგინა „ჰიდროელექტრული მოქცევის სახლი“, ფუტურისტული კონცეპტი, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის იყენებს მოქცევის ტალღების ძალას.  შენობა დაფარულია ორი: შიდა და გარე ჭურვით. გარე ჭურვი ბეტონისგანაა დამზადებული და მოიცავს მზის პანელებს, რომელიც საცხოვრებელ სახლს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. ჭურვი დაცხრილულია ჰიდრავლიკური ტურბინებით, რომლის საშუალებითაც მოქცევის დროს გამომუშავდება ელექტროენერგია. შიდა ჭურვი დამზადებულია მარტივი ალუმინისგან. გარე ჭურვი უფრო მოქნილია და უფრო მეტი რეაგირების უნარი გააჩნია. მოქცევითი ტალღები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, როგორც ენერგიის წყარო, თუმცა არქიტექტორს სწამს, რომ სიმბიოზში მუშაობა მზის და ქარის ენერგიის მეშვეობით  უფრო მეტად ეფექტური იქნება.

მცურავი ქალაქი

რა მოვიმოქმედოთ თუ ბუნებრივმა კატასტროფებმა ან ომებმა მთელი სამყარო გაანადგურა?სერბეთის წარმომადგენლები, ალექსანდრე იოკციმოვიჩი და ელენა ნიკოლიჩი თვლიან, რომ ხსნა თვითდამჭერ ქალაქებშია, რომელებიც წყალზე ცურავენ. კონცეფტმა „ნოეს კიდობანი“, რომელმაც მიიღო Skyscraper Competition 2012  პრიზი, შესაძლოა შეინარჩუნოს მთელი ცოცხალი ორგანიზმები, დაწყებული ადამიანებიდან, დამთავრებული ცხოველებამდე და მცენარეებამდე.  სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მოქნილი კაბელები დაკავშრებული იქნება ოკეანის ფსკერთან, ხოლო გარე კედელი, რომლის სიმაღლეც 30 მეტრია, დაიცავს ქალაქს ცუნამისა და ქარისგან. კუნძულის ფსკერზე, გიგანტური ტურბინები, ოკეანის დინებას გარდაქმნის ელექტროენერგიად. კუნძულზე თავისუფლად განლაგდება სახლები, ოფისები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, ტყეები და სანაპიროები.

თვითმფრინავი რელსებზე

როგორ შეიცვლებოდა მოგზაურობა, თუ ჩვენ შევძლებდით სარკინიგზო გზისა და მფრინავი მოწყობილობის შეერთებას?  Horizon System от Studio Glob-ი ჩვენთვის იგონებს ახალ სატრანსპორტო სისტემას, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეუმჩნევლად გადავინაცვლოთ სარკინიგზო გზიდან – ჰაერში. მგზავრების გაჩერებიდან SkyStation შესაძლებელია გადასვლა SkyLink-ზე, ამ მოძრაობის შესრულების შემდეგ, მგზავრები გადაინაცვლებენ სხვა პლატფორმაში, რომელიც მიბმული იქნება SkyShip-ზე. შესაბამისად, ამ ყველაფრის აზრი იმაშია, რომ თვითმფრინავს არასდროს მოუწევს მიწაზე დაჯდომა, ხოლო თუ მას დაჯდომა არ მოუწევს, მისი ფრთები მუდამ ოპტიმიზირებული იქნება ფრენისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის ეფექტს.

ვერტიკალური კოშკების ერგონომიკა

ბელგიური  Vincent Callebau Architectures თვლის, რომ ქალაქ შენჩჟეის პეიზაჟი  შესაძლოა დაკონვერტირდეს, როგორც ვერტიკალურ ნახევრად ცოცხალ ცათამბჯენ- ფერმებად. ცათამბჯენების სართულები ქვის დიზაინის იქნება, თითოეული „ქვა“ შედგება განსხვავებული ზონისგან : სახლები, ოფისები, საკონცერტო დარბაზები და მაღაზიები, ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამის მიღწევა შესაძლებელია ტურბინების საშუალებით და მზის ელემენტებით.

მზის სახლი

მზის ენერგიით სახლში ელექტროობის მუშაობა არ არის სიახლე, მაგრამ მისი გარდაქმნა სტაბილურ პროცესად არც თუ ისე მარტივი საქმეა. Halo-მ, 40 უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებით დაკომპლექტებული ჯგუფის Team Sweden-ის მეშვეობით წარმოადგინა კონცეფტი – საცხოვრებელ სახლებში მზის ენერგიის მეშვეობით  სტაბილური ენერგიის მოპოვება. მასალების 95% შედგება განახლებადი, ხის რესურსისგან. Halo რთავს 30 იზოლირებულ მოდულს, რომლებიც შეუმჩნევლად ებმება ერთმანეთს.  მთლიანი სახურავი დაფარულია მზის პანელებით, რომელიც ამარაგებს სახლს ენერგიით.

დამოუკიდებელი წყალქვეშა ქალაქი

Ocean Spiral-ი, შეთავაზება კორპორაცია Shimizu-ს,  ეს პროექტი წარმოადგენს დამოუკიდებელ წყალქვეშა ქალაქს, რომელიც 25 მილიარდი დოლარი ჯდება. პროექტის მიზანი – ოკეანის გიგანტური პოტენციალის გამოყენება, რომელიც აკავშირებს ვერტიკალურ ჰაერს, წყლის ზედა ფენას, ცისფერ ოკეანესთან და ოკეანის ფსკერთან. კონცეფცია შედგება Blue Garden-ის მასიური მინის გუმბათისგან, რაც 5000 ადამიანს იტევს, მისი დიამეტრი 500 მეტრია, ის იყენებს მიწის ენერგიას, რაც შეინახავს ნახშირორჟანგის დიოქსიდებს და სხვა საზღვაო რესურსებს. ნაგებობა  დაცული იქნება ბუნებრივი კატასტროფებისგან.

მფრინავი სასწრაფო დახმარება

როდესაც Fast Company-მ დასვა კითხვა თუ რა სახის სფერო მოითხოვს ფუნდამენტურ რედიზაინს, დიზაინ-სტუდიამ გასცა პასუხი – სასწრაფო დახმარება. როდესაც თითოეული წამი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ამ დროს მთელი ქალაქი მოცულია საცობებით, სასწრაფო დახმარებამ შეიძლება ვეღარასდროს მიაღწიოს დანიშნულ ადგილამდე. Argo design-ის გადაწყვეტილება – მფრინავი სასწრაფო დახმარება, რომელსაც შეეძლება ნებისმიერ ადგილას თავისუფლად მისვლა. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ძალიან სწრაფად, ექიმის მიყვანა პაციენტამდე, პაციენტის მფრინავ ობიექტში მოთავსება და საავადმყოფოში გადაყვანა. ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია ის არის, რომ ასეთი სახის სასწრაფო დახმარების მოწყობილობები შესაძლოა გამოჩნდეს სულ რამდენიმე წელიწადში. ეს პროდუქტი იქნება: სწრაფი, იაფი და საუკეთესო.

3D ნაბეჭდი პროთეზი

რამდენიმე წლის განმავლობაში 3D-ბეჭდვამ დიდი გზა გაიარა. დიზაინერი უილიამ რუთი წარმოგვიდგენს თავის Exo-Prosthetic-ს, თანამედროვე პროთეზს, რომელიც შესაძლებელია დაიბეჭდოს 3D-პრინტერში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სახის პროდუქტები უკვე შემოიჭრა ჩვენს დროში, კონცეფცია მაინც დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ჩვეულებრივი პროთეზის მიღება ხშირ შემთხვევაში რთული და ძვირია. რუთი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა აწარმოოს საკუთარი პროდუქტი. ის იყენებს 3D სკანერის, 3D პრინტერის და რთული პროგრამული 3D-მოდელირების კომბინაციას, რათა შექმნას ზუსტი და ხელმისაწვდომი პროდუქტი. საბოლოო მოდელი იბეჭდება ტიტანისგან. ეს არა მხოლოდ იაფი და მარტივია, არამედ ესთეტიკურად სასიამოვნოცაა. როგორც თავად რუთი ამბობს, „ერთ-ერთი საერთო თხოვნა, რომელიც შესაძლებელია მოვისმინოთ ამპულტანტების მიერ, ეს არის პროთეზის იერსახე და დიზაინი“. თანამედროვე სახის 3D პროთეზი ბევრად უფრო კომფორტული და თავისუფლად მოსახმარია, აგრეთვე, მისი შესახედაობაც გაუმჯობესებულია.

თვითმფრინავი ფანჯრების გარეშე, პანორამული ხედი

წარმოიდგინეთ, რომ მიფრინავთ თვითმფრინავით ნებისმიერი სახის ფანჯრებით. Windowless Fuselage – ეს კონცეფცია ბრიტანული ინოვაციური კომპანიის Centre for Process Innovation (CPI) არის, რომელსაც კომერციულ თვითმფრინავებში უნდა ფანჯრების ჩანაცვლება მაღალი რეზოლუციის მონიტორებით. ეს პანელები თქვენ შეგიქმნით არაჩვეულებრივ სანახაობას თვითმფრინავში ყოფნისას. მონიტორები შეგიქმნიან ისეთ გრძნობას, თითქოს უბრალოდ სკამებით მიფრინავთ. ასეთი სახის თვითმფრინავების გამოჩენა შესაძლებელია უახლოესი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში.

უსწრაფესი ტრანსპოტირების სისტემა კაფსულებში

ჩახტე სიჩქარის კაფსულაში, რომელიც მილების მეშვეობით გაფრინდება ათასობით კილომეტრზე – აუხდენელ ოცნებად ჟღერს, თუმცა, ეს პროექტი რეალიზაციამდე არც თუ ისე შორსაა. Hyperloop იყო Tesla Motors იდეა რამდენიმე წლის წინ, რომელიც შემუშავებული იყო ელონ მაქსის მიერ. დღეს უკვე ეს იდეა განხორციელებისკენ მიისწრაფის და ასეთი მილების აგება უკვე გადაწყვეტილია. ტრანსპორტირების ასეთი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია 500 კილომეტრის დაფარვა 35 წუთში. ორჯერ უფრო ნელა, ვიდრე თვითმფრინავით. კაფსულაში თავსდება 6-8 ადამიანი, რომლებსაც გამგზავრების საშუალება ექნებათ ყოველ 30 წამში და ბილეთის ფასი სულ რაღაც 20 დოლარი იქნება. პროექტი მოითხოვს 6,2 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები