ნატალია ვადიანოვა მეხუთე შვილის გაჩენას გეგმავს

პოპულარულმა რუსმა მოდელმა, 4 შვილის დედამ ნატალია ვადიანოვამ ჟურნალ Glamour ინტერვიუში განაცხადა, რომ მეხუთე შვილის გაჩენას გეგმავს.

33 წლის მოდელი აცხადებს, რომ მისთვის ცხოვრებაში მთავარი შვილები და  საქველმოქედო ფონდია, რომელიც მან დააარსა.

ვადიანოვას სამი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო მეოთხე, ახლანდელი მეგობარი მამაკაცისგან, მილიარდერ ანტუან არნოსაგან.

,,ანტუანი ქალების ყურადღებით განებივრებული მამაკაცია. ქალებს მის გვერდით ყოფნა უნდათ, მეც მინდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ მე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ჩემთვისურთიერთობა თანაბარ საწყისებზე – პრიორიტეტულია. ჩვენ მეხუთეს გაჩენას ვგეგმავთ”, განაცხადა მოდელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები